გამოცდილი შემფასებელი
- ბენეფიტები
- ჯანმრთელობის დაზღვევა · Fitpas · მზარდი ანაზღაურება
- მთავარი მოთხოვნა
- შემფასებლის კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი და შეფასებასთან დაკავშირებული საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა
სრული აღწერა
აუდიტორული და საკონსულტაციო ფირმების გლობალური ქსელი "Moore Global Network Limited"-ის დამოუკიდებელი წევრი კომპანია "Moore Abc", რომელიც რეგისტრირებულია აუდიტორული ფირმების სახელმწიფო რეესტრში, რომელსაც მინიჭებული აქვს სდპ აუდიტის უფლებამოსილება, აცხადებს ვაკანსიას გამოცდილი შემფასებლის პოზიციაზე შეფასებისა და კორპორატიული ფინანსების დეპარტამენტში (www.moore-georgia.ge www.moore-georgia.ge) — ბმულის გახსნა.
აუდიტორული და საკონსულტაციო ფირმების გლობალური ქსელი "Moore Global Network Limited" — წარმოდგენილია 116 ქვეყანაში 600-ზე მეტი ოფისით და 37, 000-ზე მეტი თანამშრომლით. ქსელის წლიური შემოსავალი შეადგენს 5.1 მილიარდ აშშ დოლარს (www.moore-global.com www.moore-global.com) — ბმულის გახსნა.
ჩვენ გთავაზობთ:
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- Fitpas;
- მზარდი ანაზღაურება;
- უწყვეტი პროფესიონალური ტრენინგები;
- ჰიბრიდული სამუშაო განაკვეთი;
- პიროვნული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობა;
- მეგობრული სამუშაო გარემო, სადაც გუნდური მუშაობა და იდეების გაზიარება არის წახალისებული;
- ახლო სამუშაო კონტაქტი კლიენტებთან და საერთაშორისო პროექტებში ჩართვის შესაძლებლობა კარიერის ადრეული პერიოდიდან;
- ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე საინტერესო ინიციატივებში მონაწილეობას.
ძირითადი მოვალეობები:
- ქონების წინასწარი ანალიზი, მდგომარეობისა და მის ღირებულებაზე გავლენის მქონე ყველა ფაქტორის განსაზღვრა, ბაზარზე არსებული ანალოგების მოძიება;
- შეფასების საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების მიხედვით ქონების შეფასება და საშემფასებლო დასკვნის მომზადება;
- პროექტის სპეციფიკიდან გამომდინარე სამუშაო გეგმის შედგენა და შესაბამისი დროის განსაზღვრა შეფასების ობიექტის მახასიათებლების გათვალისწინებით;
- პროფესიული ეთიკის დაცვა;
- კომპანიის მენეჯმენტის მიერ მოწოდებული ინსტრუქციებისა და მოთხოვნების მაღალი პროფესიონალიზმით შესრულება და შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშის მომზადება.
ძირითადი მოთხოვნები:
- სავალდებულოა შემფასებლის კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი და შეფასებასთან დაკავშირებული საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
- სავალდებულოა კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა (MS Word, MS Excel, MS PowerPoint, MS Outlook);
- ქონების დამოუკიდებლად შეფასების კომპეტენცია ნებისმიერი საშემფასებლო მეთოდის გამოყენებით.
პიროვნული თვისებები:
- ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- ორგანიზებულობა, სამუშაო მიზნების სწორად განსაზღვრისა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- კრიტიკულ სიტუაციაში სწრაფი რეაგირებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@moore.ge და მიუთითოთ პოზიცია — "გამოცდილი შემფასებელი".
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
