გამოცდების ადმინისტრირების დეპარტამენტის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
- ანაზღაურება
- 3 520 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 1 წელი
- მთავარი მოთხოვნა
- ლოჯისტიკის, მოქალაქეებთან კომუნიკაციის და მომსახურების ან/და საგამოცდო პროცესის ადმინისტრირების მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
გამოცდების ადმინისტრირების დეპარტამენტის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
ორგანიზაციის შესახებ:
სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი არის საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს განათლების სისტემაში სამართლიანი, გამჭვირვალე და სანდო საგამოცდო პროცესების წარმართვას. სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ორგანიზებას უწევს და ატარებს ერთიან ეროვნულ, საერთო სამაგისტრო, საგნის, უფროსი სპეციალური მასწავლებლის, საბაზო პროფესიული უნარებისა და სხვა გამოცდებს/ტესტირებებს.
კატეგორია:
ლოჯისტიკა
განცხადების ბოლო ვადა:
19.10.2026
თანამდებობრივი სარგო:
3520 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
ფუნქციები:
ა) სამსახურებრივი კორესპონდენციის დადგენილი წესით განხილვა და სათანადო პასუხის მომზადება;
ბ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ წარმოდგენილი ანკეტა‐კითხვარების მიღებისა და დამუშავების პროცესში მონაწილეობა, მონაცემთა სიზუსტის გადამოწმება და ანალიზი, საჭიროების შემთხვევაში მეთოდოლოგიის განახლების პროცესის მხარდაჭერა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების კონსულტირება;
გ) ცენტრის მიერ განხორციელებულ სხვადასხვა აქტივობაში მონაწილე პირთა რეგისტრაციის პროცესის მხარდაჭერა, მონიტორინგი, მონაცემთა გადამოწმება‐დამუშავება, რეგისტრაციის წესებისა და ინსტრუქციების განახლებისთვის შესაბამისი წინადადებების მომზადებაში მონაწილეობა;
დ) ცენტრის მიერ დაგეგმილ სხვადასხვა აქტივობაში სპეციალური საჭიროებების მქონე მონაწილე პირთა საჭიროებების გათვალისწინებით შესაბამისი კომისიების შექმნისა და საქმიანობის კოორდინაციის პროცესის მხარდაჭერა;
ე) ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის საინფორმაციო ელექტრონული ცნობარისა და საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის გზამკვლევის გადამოწმების პროცესში მონაწილეობა;
ვ) ცენტრის მიერ ორგანიზებულ გამოცდებში მონაწილე პირთა რეგისტრაციისათვის აუცილებელი დამატებითი საბუთების ‐ უცხო ქვეყნისა და ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირთა პირადობის დამადასტურებელი მოწმობების, ატესტატების, საზღვარგარეთ გაცემული დოკუმენტაციის აღიარების შესახებ ინფორმაციის ‐ აკუმულირება, დანიშნულებისამებრ გადაცემა და დაარქივება;
ზ) გამოცდაში მონაწილეობის მსურველი/მონაწილე პირებისთვის საინფორმაციო შეტყობინებების გაგზავნა;
თ) გამოცდების შედეგების ფორმირებისა და ტექნიკური გადამოწმების პროცესის მხარდაჭერა, შედეგებთან დაკავშირებული მონაცემების მიღება, დამუშავება და ანალიზი, ტექნიკური გადამოწმების განხორციელება და საბოლოო შედეგების მომზადების პროცესში მონაწილეობა;
ი) ცენტრის დირექტორის, ზედამხედველი დირექტორის მოადგილის, გამოცდების ადმინისტრირების დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ცალკეული დავალებების/მითითებების შესრულება;
კ) საქართველოს კანონმდებლობითა და ცენტრის გამოცდების ადმინისტრირების დეპარტამენტის დებულებით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
მინიმალური განათლება:
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება:
1 წელი
პროფესია:
ჟურნალისტიკა და ინფორმაცია, საზოგადოებასთან ურთიერთობა ან საჯარო მმართველობა
საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“;
გ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის ‐ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 5 თებერვლის №93 ბრძანება;
დ) „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანება;
ე) „სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 22 აპრილის №227 ბრძანება;
ვ) „საგნის გამოცდის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 21 მარტის №42/ნ ბრძანება;
ზ) „სპეციალური მასწავლებლის გამოცდის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2021 წლის 22 იანვრის №04/ნ ბრძანება;
თ) „საბაზო პროფესიული უნარების გამოცდის ჩატარების წესის, პირობებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2024 წლის პირველი აპრილის №86/ნ ბრძანება;
ი) „ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 26 ოქტომბრის №111/ნ ბრძანება;
კ) „უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიერ დოკუმენტების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის №224/ნ ბრძანება;
ლ) „პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 2 ივლისის №42/ნ ბრძანება;
მ) „სახელმწიფო ენის გამოცდის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 24 სექტემბრის №418 დადგენილება;
ნ) სსიპ ‐ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის გამოცდების ადმინისტრირების დეპარტამენტის დებულება; ა.ო) სსიპ ‐ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის შინაგანაწესი.
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ქ.თბილისი, ელიზბარ მინდელის 9
საკონტაქტო ტელეფონები:
2 473333
საკონტაქტო პირი:
გურამ გერგაული
დამატებითი მოთხოვნები:
- აუცილებელია ლოჯისტიკის, მოქალაქეებთან კომუნიკაციის და მომსახურების ან/და საგამოცდო პროცესის ადმინისტრირების მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება.
ანალიტიკური აზროვნება;
გუნდური მუშაობის უნარი;
დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
საკუთარი საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
დროის ეფექტიანი მართვის უნარი.
დამატებითი ინფორმაცია:
- კონკურსანტმა შესაბამის გრაფაში სავალდებულოა, ატვირთოს შემდეგი დოკუმენტები:
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი), იმ შემთხვევაში თუ დიპლომი გაცემულია უცხო ქვეყნის შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ, დოკუმენტს თან უნდა ახლდეს უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი;
- სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (დაკავებული თანამდებობისა და მუშაობის პერიოდის - სამსახურის დაწყების და დასრულების სრული თარიღების მითითებით) - უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, ან არსებობის შემთხვევაში - შრომის წიგნაკი (ბეჭდით დამოწმებული სრული და კითხვადი ჩანაწერით);
- დოკუმენტები წარდგენილი უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე (უცხოურენოვანი დოკუმენტის შემთხვევაში საჭიროა ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარმოდგენა);
- აუცილებელია, კანდიდატმა შეავსოს სამოტივაციო წერილის გრაფა;
- მიუთითოს არანაკლებ ერთი რეკომენდატორი (სახელი და გვარი, სამუშაო პოზიცია და საკონტაქტო ტელეფონი);
- მოცემულ კონკურსზე რეზიუმეს გამოგზავნით კანდიდატი ადასტურებს, რომ იცნობს და ეთანხმება ვაკანსიის განაცხადში მოცემულ ფუნქციებსა და პირობებს. ასევე, ის თანახმაა, მის რეზიუმში მოცემული პერსონალური მონაცემები, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, დამუშავდეს კონკურსის მიზნებისთვის;
- შერჩეულ კანდიდატებთან დაკავშირება მოხდება ტელეფონის ან/და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.
შერჩეული კანდიდატის დასანიშნად წარდგენის შემთხვევაში, კანდიდატმა, უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
- ცნობა ნასამართლეობის შესახებ;
- ცნობა საჯარო სამსახურში შესაბამისი თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევის შესახებ;
- ნარკოლოგიური შემოწმებისა და ნარკოლოგიური აღრიცხვიანობის შესახებ ცნობები;
- ცნობა სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოდან, რომ აღნიშნული პირი სასამართლოს მიერ მხარდაჭერის მიმღებად ცნობილი არ არის (მის: ქ. თბილისი, მიხეილ ასათიანის ქ. № 9);
- ცნობა საჯარო სამსახურიდან, რომელშიც აღნიშნული პირი მუშაობდა ბოლო ერთი წლის განმავლობაში და გათავისუფლებული არ არის დისციპლინური პასუხისმგებლობისთვის (აღნიშნული ცნობის წარმოდგენა სავალდებულოა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ შერჩეული კანდიდატი ბოლო 1 წლის განმავლობაში მუშაობდა საჯარო სამსახურში);
- წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის ან წვევამდელის სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მოეთხოვება მამაკაცებს 17-დან 27 წლამდე).
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
კომისია კანდიდატის შერჩევასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს განაცხადების მიღების ვადის ამოწურვიდან არა უგვიანეს 3 თვის ვადაში. გადაწყვეტილების მიღება მოხდება კომისიის წევრთა ხმათა უმრავლესობით.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
