გაქირავების საოპერაციო მენეჯერი
გამოქვეყნდა 16 ნოებოლო ვადა: 16 დეკ
- მისამართი
- თბილისი, ვაკე, ფალიაშვილის 26
სრული აღწერა
კომპანია "PB Property/PB Services" აცხადებს ვაკანსიას საოპერაციო და საკომუნიკაციო მენეჯერის პოზიციაზე გაქირავების და რემონტის პროექტებისთვის .
- სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი - პარასკევი 10:00 - 18:00 საათამდე
- ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი
- სამუშაო ადგილი: თბილისი, ვაკე , ფალიაშვილის 26
ძირითადი მოვალეობები:
- დამქირავებლებთან კომუნიკაცია, მათი მოთხოვნების გათვალისწინება და პრობლემების მოგვარება შესაბამის ტექნიკურ პერსონალთან კოორდინაციია
- კომპანიის არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან კომუნიკაცია
- არსებული კლიენტების ინფორმირება მიმდინარე საკითხებზე
- კომპანიის მიერ დანერგილ CRM პროგრამებში მუშაობა და ქონებების ბაზის მართვა
- ქონების განცხადებების განთავსება, განახლება, ოპტიმიზაცია და ქონების არხების მართვა
- ფასების მონიტორინგი და მართვა/კორექტირება
- ქონების მესაკუთრეებთან რეპორტინგი
- ქონებების მდგომარეობის მონიტორინგი
- კომუნიკაცია ტექნიკურ პერსონალთან და დამლაგებლებთან
- მჭიდრო კომუნიკაცია რემონტების პროექტების მენეჯერთან
- კომუნალურების მომწოდებელ კომპანიებთან კომუნიკაცია
- ახალი ქონებების დამატება, პოტენციურ დამქირავებლებთან კომუნიკაცია
- ქონების მდგომარეობის შეფასება და გასაქირავებლად მომზადება
- დამსაქმებლის მიერ საქმიანობასთან დაკავშირებით , მიცემული სხვა დავალებების შესრულება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უცხოელ კლიენტებთან ურთიერთობის გამოცდილება; მომსახურების ან უძრავი ქონების სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- უცხო ენების ცოდნა რუსული ან/და ინგლისური კარგ საკომუნიკაციო დონეზე;
- ტექნიკური და ანალიტიკური აზროვნება, პრობლემების გადაჭრის უნარი;
- საოფისე პროგრამების ცოდნა. განსაკუთრებით Excel-ის ცოდნა მინიმუმ საბაზისო დონეზე; საოპერაციო და შიდა სისტემების და პროგრამების სწრაფი ათვისების უნარი ;
- AI სისტემების გამოყენების უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
- გუნდური მუშაობის უნარი;
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
ფიბი სერვისის აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - გაქირავების საოპერაციო მენეჯერი.




