Full Stack დეველოპერი
- სამუშაო გრაფიკი
- კვირაში 40 სთ
- მისამართი
- სათავო ოფისი, დ. გამრეკელის ქ. #19
- ბენეფიტები
- კორპორატიულ ფასდაკლებას პროდუქციაზე · ჯანმრთელობის დაზღვევას · ფიტპასის მომსახურებას
სრული აღწერა
02-11-2026 - 03-12-2026
„დრესაპ ჯგუფი“ 32 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Levi’s, Lacoste, CK, Tommy Hilfiger, Tommy Jeans, Gant, Samsonite, Guess, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Adidas და სხვა.
კომპანია წარმოდგენილია 90-ზე მეტი მაღაზიით თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში. ასევე, ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge.
Dressup.ge - მოდის სფეროში საქართველოში წამყვანი ელექტრონული კომერციის პლატფორმაა, რომელიც აერთიანებს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს - ეძებს Full-Stack დეველოპერს.
შენ მიიღებ უშუალო მონაწილეობას მასშტაბირებადი სისტემების განვითარებაში. ჩვენთან დაგხვდება საინტერესო ტექნიკური გამოწვევები:
- დიდი მოცულობის მონაცემების მუდმივი სინქრონიზაცია;
- ERP სისტემებთან კავშირი;
- სისტემების პერფორმანსის ოპტიმიზაცია;
- მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები პერსონალიზებული შოპინგ-გამოცდილების შესაქმნელად;
- საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია, AI-ზე დაფუძნებული რეკომენდაციები;
- საქართველოს ბაზარზე არსებულ, თითქმის ყველა, ონლაინ გადახდის არხთან ინტეგრაცია;
- სხვა კომპლექსური e-commerce გადაწყვეტილებების დანერგვა.
Dressup-ში ჩვენ სიამოვნებით ვახალისებთ ტექნოლოგიურ თავისუფლებასა და ინოვაციებს. შენ გექნება სივრცე და მხარდაჭერა ახალი იდეების განხორციელებისთვის, რათა ერთად შევქმნათ საუკეთესო ციფრული გამოცდილება ჩვენი მომხმარებლებისთვის.
ჩვენ გთავაზობთ:
- კორპორატიულ ფასდაკლებას პროდუქციაზე;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- ფიტპასის მომსახურებას;
- იდეების წახალისებას/მხარდაჭერას.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო გრაფიკი - კვირაში 40 სთ;
- ანაზღაურება - გამოცდილების მიხედვით;
- სამუშაო ადგილი - სათავო ოფისი, დ. გამრეკელის ქ. #19.
ფუნქციები და მოვალეობები:
- Software დეველოპმენტის სრული პროცესის მართვა კონცეფციიდან შექმნამდე, როგორც Client Side, ისე Server Side (Front-End Development, Back-End Development - Database, Server Architecture Design and Creation, API - REST, Version Control Systems);
- API-ის დოკუმენტაციის გარჩევა და დიზაინი;
- ახალი პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა, ასევე კომპანიაში არსებული პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერა და განახლება;
- შესრულებული სამუშაოების ტექნიკური დოკუმენტაციის შემუშავება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
- მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება ვებ აპლიკაციების დეველოპმენტში;
- Back-End ტექნოლოგიები: PHP-ის (Object Oriented Programming - OOP) სიღრმისეული ცოდნა;
- Laravel ფრეიმვორქთან მუშაობის გამოცდილება;
- CMS სისტემებთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია PrestaShop + Symfony);
- Front-End ტექნოლოგიები: HTML5, CSS3 და JavaScript-ის ცოდნა;
- Vue.js და Nuxt.js ფრეიმვორქებთან მუშაობის გამოცდილება;
- მონაცემთა ბაზები და ქეშირება: MySQL (DBMS) ცოდნა: მონაცემთა ბაზის არქიტექტურის დიზაინი, ოპტიმიზაცია და აგება;
- Caching მექანიზმების გამოყენების გამოცდილება;
- ინტეგრაციები და ვებ-სერვისები: API-ებთან მუშაობის გამოცდილება (REST, SOAP, JSON, XML);
- სერვერი და ვერსიების კონტროლი: Git ვერსიების კონტროლის სისტემასთან (Version Control System) მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია Web Server-ებთან მუშაობის გამოცდილება (Nginx ან Apache);
- მონიტორინგი და ოპტიმიზაცია: ვებ აპლიკაციებისა და ინფრასტრუქტურის პერფორმანსის მონიტორინგი და ხარვეზების აღმოფხვრა.
კანდიდატთა შერჩევა
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV/რეზიუმე ატვირთეთ 2026 წლის 3 დეკემბრის ჩათვლით.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"დრესაპ ჯგუფი" 32 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Levi`s, Lacoste, CK, Tommy Hilfiger, Tommy Jeans, Gant, Samsonite, Guess, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Adidas და სხვა.
კომპანია წარმოდგენილია 90-ზე მეტი მაღაზიით თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში. ასევე, ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge.
Dressup.ge - მოდის სფეროში საქართველოში წამყვანი ელექტრონული კომერციის პლატფორმაა, რომელიც აერთიანებს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს - ეძებს Full Stack დეველოპერს.
დაინტერესების შემთხვევაში გადადით ლინკზე და გაგვიზიარეთ რეზიუმე: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

