ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის ზედამხედველობის დეპარტამენტის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (მეთოდოლოგიისა და განგრძობითი განათლების მიმართულება)
- ანაზღაურება
- 3 840 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 2 წელი
- მთავარი მოთხოვნა
- უმაღლესი განათლება სამართლის ან/და ეკონომიკის ან/და ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით
სრული აღწერა
თანამდებობის დასახელება:
მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
პოზიციის დასახელება:
ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის ზედამხედველობის დეპარტამენტის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (მეთოდოლოგიისა და განგრძობითი განათლების მიმართულება)
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური
კატეგორია:
იურიდიული/ეკონომიკა
განცხადების ბოლო ვადა:
23.10.2026
თანამდებობრივი სარგო:
3840 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
12 თვე
ფუნქციები:
ა) „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისთვის, სამსახურის წინაშე ანგარიშვალდებული პირის მიერ ამ კანონისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნების შესრულების საკითხებზე სახელმძღვანელო მითითებებისა და რეკომენდაციების პროექტების შემუშავება;
ბ) „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისთვის, საუკეთესო პრაქტიკის შესწავლა/განზოგადება და შესაბამისი კონსულტაციის გაწევა;
გ) განგრძობითი განათლების სასწავლო კურსის/ტრენინგის პროგრამების შეთანხმების პროცესის წარმართვა და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა, სასწავლო კურსის/ტრენინგის მონიტორინგი და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა. განგრძობითი განათლების მიღების მიზნებისთვის, კანონმდებლობით განსაზღვრულ პროფესიულ ორგანიზაციებთან/AML მიმართულებით განგრძობითი განათლების მიმწოდებლებთან, სამსახურის წინაშე ანგარიშვალდებულ პირებთან, მარეგულირებელ/საზედამხედველო ორგანოებთან, სხვა ორგანიზაციებთან და სახელმწიფო უწყებებთან ურთიერთობის კოორდინაცია;
დ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით სამსახურის უფროსის ნორმატიული და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა, მათ შორის, კანონმდებლობაში ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში შესაბამის სამართლებრივ აქტებში განსახორციელებელი ცვლილებების შესახებ ნორმატიული აქტების პროექტების მიღებისათვის საჭირო პროცედურების უზრუნველყოფა და შესაბამისი კონსულტაციის გაწევა;
ე) სამსახურში მიღებული პროექტების/ანგარიშების შემოწმება/შევსება;
ვ) კანონით განსაზღვრულ პროფესიულ ორგანიზაციებთან, „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისთვის, სამსახურის წინაშე ანგარიშვალდებულ პირებთან, მარეგულირებელ/საზედამხედველო ორგანოებთან, სხვა ორგანიზაციებთან და სახელმწიფო უწყებებთან ურთიერთობის კოორდინაცია;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამსახურთან არსებული საბჭოს მიერ შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტებზე დასკვნების მომზადება;
თ) ელექტრონული ან/და მატერიალური ფორმით არსებული იმ შესაბამისი ინფორმაციის/დოკუმენტაციის მიღება/დამუშავება, გაანალიზება, რაც აუცილებელია დეპარტამენტის ფუნქციების სრულყოფილად შესასრულებლად;
ი) კომპეტენციის ფარგლებში კანონმდებლობით დადგენილი წესით სამსახურის წარმომადგენლობისა და თანამშრომლობის უზრუნველყოფა საბჭოში/სასამართლოში;
კ) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულების მიზნით, დეპარტამენტისა და სამსახურის უფროსის მითითებების/დავალებებისა და სხვა ფუნქციების განხორციელება.
მინიმალური განათლება:
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება:
2 წელი
საკონკურსო თემატიკა:
- საქართველოს კონსტიტუცია;
- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
- საქართველოს კანონი „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“;
- საქართველოს კანონი „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“;
- საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ“;
- საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
- საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 14 სექტემბრის №223 ბრძანება „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“;
- საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის №1 ბრძანება „ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“;
- საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის №2 ბრძანება „ანგარიშვალდებული პირის მიერ კლიენტის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის წესის დამტკიცების თაობაზე“;
- ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 18 აგვისტოს №ნ-13 ბრძანება „განგრძობითი განათლების სტანდარტის დამტკიცების შესახებ“;
- ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2023 წლის 8 აგვისტოს №ნ-8 ბრძანება „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიმართულებით განგრძობითი განათლების მიღების წესის დამტკიცების თაობაზე“;
- ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2023 წლის 7 ნოემბრის №ნ-14 ბრძანება „ანგარიშვალდებული პირის მიერ კლიენტის მფლობელობისა და კონტროლის (მმართველობის) სტრუქტურის შესწავლის და ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის წესი“.
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ქ.თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი N17ე, X სართული
საკონტაქტო ტელეფონები:
599857296
საკონტაქტო პირი:
თამუნა სულხანიშვილი
დამატებითი მოთხოვნები:
- აუცილებელია უმაღლესი განათლება სამართლის ან/და ეკონომიკის ან/და ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
- აუცილებელია ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის საკითხებზე ან/და იურიდიულ ან/და საფინანსო სფეროში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება;
- სასურველია ფულის გათეთრების წინააღმდეგ მებრძოლ სერტიფიცირებულ სპეციალისტთა ასოციაციის (ACAMS) სერტიფიკატის ფლობა;
- სასურველია ფინანსურ ქმედებათა სპეციალური ჯგუფის (FATF) 40 რეკომენდაციის ცოდნა.
შემდეგი უნარ-ჩვევები:
- პროექტის მართვის უნარი;
- დროის ეფექტური მართვის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დატვირთულ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი;
- შეხვედრებისა და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
- არგუმენტირებული კომუნიკაციის (ზეპირი და წერილობითი) უნარი;
- ცვლილებების/სიახლეების ინიციირებისა და მართვის უნარი;
- სტრატეგიული და კომპლექსური აზროვნების უნარი;
- პრობლემების გადაჭრისა და კონფლიქტების მართვის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- კოლეგიალურობა.
დამატებითი ინფორმაცია:
ღია კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირებმა, რომლებიც აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია და გამოაგზავნოთ განცხადება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე: http://www.vacancy.hr.gov.ge.
კონკურსში მონაწილეობის მსურველმა კანდიდატებმა განცხადების შევსების დროს აუცილებლად უნდა ატვირთონ და გამოაგზავნონ ქართულ ენაზე შედგენილი შემდეგი დოკუმენტაცია:
- უმაღლესი განათლებისა და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები;
- სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი ცნობ(ებ)ის ასლ(ებ)ი ან შრომის წიგნაკის ბეჭდით დამოწმებული ჩანაწერის ასლი (სამსახურის სტაჟის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა შეიცავდეს მონაცემებს პირის მიერ დაკავებული თანამდებობისა და მუშაობის ხანგრძლივობის შესახებ; აღნიშნულ დოკუმენტში მოცემული ინფორმაცია უნდა შეესაბამებოდეს შესაბამისი ვაკანტური თანამდებობისთვის დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებით განსაზღვრულ სამუშაო მიმართულებასა და მოთხოვნილი სამუშაო გამოცდილების ხანგრძლივობას), ასევე, იმ შემთხვევაში, თუ შესაბამის სფეროში მუშაობის გამოცდილება პირდაპირ არ დასტურდება სტრუქტურული ერთეულის დასახელებით და დაკავებული პოზიციით, კანდიდატმა დამატებითი დოკუმენტაციის ველში უნდა ატვირთოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა ფუნქცია-მოვალეობების მითითებით.
აუცილებელია, კანდიდატმა შეავსოს სამოტივაციო წერილის გრაფა;
კანდიდატმა რეკომენდატორების გრაფაში აუცილებლად უნდა მიუთითოს მინიმუმ 1 რეკომენდატორის სახელი, გვარი, სამუშაო ადგილი, თანამდებობა, საკონტაქტო ინფორმაცია.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად პირი მოხელედ არ მიიღება, თუ:
ა) იგი ნასამართლევია განზრახი დანაშაულისათვის;
ბ) იგი საჯარო სამსახურიდან გათავისუფლდა დისციპლინური გადაცდომისათვის და დისციპლინური გადაცდომისათვის გათავისუფლებიდან 1 წელი არ არის გასული;
გ) მან სამსახურში მიღებისას არ წარმოადგინა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმის ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ან წარმოდგენილი ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ადასტურებს მის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტს;
დ) მას სასამართლოს მიერ ჩამორთმეული აქვს საჯარო სამსახურში შესაბამისი თანამდებობის დაკავების უფლება;
ე) იგი სასამართლომ მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კანდიდატი ვალდებულია, საჯარო დაწესებულებას მიაწოდოს უტყუარი ინფორმაცია და დოკუმენტები საკონკურსო მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ.
კონკურსი მოიცავს შერჩევის შემდეგ ეტაპებს:
- განცხადების გადარჩევა - მეორე ეტაპზე გადავა მხოლოდ ის კანდიდატი, რომელიც დააკმაყოფილებს ამ ფორმით განსაზღვრულ მოთხოვნებს და წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტაციას;
- წერითი დავალება (ქეისების ამოხსნა);
- ტესტირება და გასაუბრება ინგლისურ ენაში (ბოლო ეტაპზე გადავა კანდიდატი, რომელიც ინგლისური ენის ტესტსა და გასაუბრებაში ჯამში მიიღებს 48 და მეტ ქულას);
- გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან.
კონკურსის შედეგების, ასევე ჩატარების ზუსტი ადგილის, თარიღისა და დროის შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ დამატებით.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
კომისიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღების ბოლო ვადაა განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვე. საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტად ითვლება სხდომის თავმჯდომარის ხმა.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
