ფსიქოლოგი PhD – დისტანციური პროექტი ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით
- ქალაქი
- საქართველოს მაშტაბით
- განაკვეთი
- თავისუფალი გრაფიკი - მოქნილი საათები
- სამუშაო რეჟიმი
- დისტანციური
სრული აღწერა
ODIAN LABS PRIVATE LIMITED აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე ფსიქიატრი – დისტანციური პროექტი ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით
ანაზღაურება: 100–200 აშშ დოლარი საათში
სამუშაოს ფორმა: დისტანციური, საკონტრაქტო, მოქნილი გრაფიკით
პროექტის შესახებ
ვეძებთ ქართულენოვან ფსიქოლოგებს დოქტორის ხარისხით (PhD), რომლებიც თავისუფლად ფლობენ ინგლისურ ენას. პროექტის მიზანია, ხელოვნური ინტელექტის მოდელებმა ფსიქოლოგიურ საკითხებზე უფრო ზუსტად, ეთიკურად და ქართული კულტურული კონტექსტის გათვალისწინებით უპასუხონ. თქვენი პროფესიული ცოდნა პირდაპირ აისახება იმაზე, როგორ მსჯელობენ ეს სისტემები. AI-სთან მუშაობის წინასწარი გამოცდილება საჭირო არ არის. სამუშაო არ გულისხმობს პაციენტებთან მუშაობას.
ძირითადი ამოცანები
- ფსიქოლოგიური შემთხვევების (case studies) და დოკუმენტაციის ანალიზი და დეტალური პროფესიული უკუკავშირი
- ფსიქოლოგიური სცენარებისა და მასალების მომზადება ქართულ და ინგლისურ ენებზე, ქართული კულტურული რეალობის გათვალისწინებით
- ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი პასუხების შეფასება სიზუსტის, ეთიკისა და პროფესიული სტანდარტების მიხედვით
- ფსიქოლოგიური შეფასებებისა და ტერმინების შინაარსის შენარჩუნება ორ ენას შორის გადატანისას
- შეფასების პროცესისა და დასკვნების მკაფიო და სისტემური დოკუმენტირება
- თანამშრომლობა სხვადასხვა დარგის სპეციალისტებთან
მოთხოვნები
- ფსიქოლოგიის დოქტორის ხარისხი (PhD)
- კლინიკური და აკადემიური (სწავლება ან კვლევა) გამოცდილება
- ქართული – მშობლიური ან მასთან მიახლოებული დონე; ინგლისური – თავისუფალი, პროფესიული ტერმინოლოგიის ჩათვლით
- ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება, ეთიკური გადაწყვეტილებების მიღების უნარი
- შემთხვევების აღწერის ან ფსიქოლოგიური შეფასებების შექმნის ან შეფასების გამოცდილება
- კარგი წერითი უნარები; რთული ცნებების ორივე ენაზე გასაგებად გადმოცემის უნარი
- დისტანციური თანამშრომლობისთვის საჭირო ციფრული ხელსაწყოების ცოდნა
- კულტურული სენსიტიურობა
რას გთავაზობთ
- ანაზღაურება 100–200 აშშ დოლარი საათში
- სრულად დისტანციური სამუშაო, საკუთარი გრაფიკით
- შესაძლებელია ძირითად სამსახურთან შეთავსება
- როგორ გამოვაგზავნოთ განაცხადი
პოზიციის სრული აღწერა და განაცხადის ფორმა იხილეთ ბმულზე:
შერჩევა მოიცავს ონლაინ განაცხადს და მოკლე ონლაინ ინტერვიუს თქვენი სპეციალობის მიმართულებით.
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- გამოცდილების დონე / რგოლი
- უფროსი რგოლი
- დასაქმების ფორმა
- ფრილანსი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა
- სამუშაო სახლიდან
- ენები
- ქართული,ინგლისური
- ენები
- ქართული, ინგლისური
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
