ფსიქოლოგი
- ანაზღაურება
- 501–1 000 ₾ / თვე
- ქალაქი
- ზუგდიდი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- სამუშაო გრაფიკი
- გრაფიკი შეთანხმებით
- გამოცდილება
- 1 წელი
- ბენეფიტები
- პროფესიულ მხარდაჭერას · პროფესიულ ტრენინგებს · კეთილგანწყობილ სამუშაო გარემოს
სრული აღწერა
ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" პროექტის "ბავშვებისა და ოჯახების მხარდაჭერის გაძლიერება ზუგდიდის დღის ცენტრში" ფარგლებში, აცხადებს ფსიქოლოგის ვაკანსიას.
სამუშაო ადგილი: ზუგდიდი
სამუშაო დატვირთვა: კვირაში 8 საათი (20%)
ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 1 ვაკანტური ადგილი
ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:
- ბენეფიციარების ფსიქოდიაგნოსტიკა და მათი ფსიქოლოგიური საჭიროებების გამოკვეთა;
- ფსიქოდიაგნოსტიკის შედეგებზე დაყრდნობით, თითოეული ბენეფიციარის ინდივიდუალური განვითარების გეგმის შემუშავება;
- ინდივიდუალური განვითარების გეგმის საფუძველზე, ბენეფიციარებისთვის ინდივიდუალური და/ან ჯგუფური თერაპიის ჩატარება;
- ხატვის, მუსიკისა და თამაშის თერაპიის საშუალებით, მოზარდებსა და ბავშვებში ისეთი უნარ-ჩვევების განვითარება, რომელიც ესაჭიროება ბენეფიციარებს მათი სრულფასოვანი ფსიქო-სოციალური ფუნქციონირებისთვის;
- ბავშვის პიროვნების განმავითარებელი ვარჯიშების (ნებელობითი, კოგნიტური, ემოციების, კომუნიკაციების), სარელაქსაციო და შემეცნებითი აქტივობების ორგანიზება; საჭიროებისამებრ, უზრუნველყოს ბავშვებთან ინდივიდუალური თერაპიის ჩატარება;
- გამოცდილებისა და კომპეტენციის ფარგლებში, მშობლებთან ინდივიდუალური თერაპიის ჩატარება (განსაკუთრებით რთული შემთხვევების გამოკვეთისას, კომპეტენტურ ფსიქოთერაპევტთან გადამისამართება);
- მოზარდებისა და მშობლების საჭიროებებიდან გამომდინარე, ფსიქოლოგიურ თემატიკაზე ტრენინგების დაგეგმვა და ჩატარება;
- ბავშვებისთვის ტრენინგებისა და სხვა ჯგუფური აქტივობების ჩატარება არაფორმალური განათლების, სოციალური უნარების, დასაქმების უნარების, პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის და სხვა მსგავს თემატიკაზე;
- ორგანიზაციაში არსებული ბავშვთა დაცვის პოლიტიკის გათვალისწინებით, ძალადობის მსხვერპლ ბავშვებთან/ოჯახებთან მუშაობის პროცესში ჩართვა;
- განსაკუთრებული შემთხვევებისას, ოჯახებში ვიზიტების განხორციელება;
- ბენეფიციარებთან მუშაობის პროცესში, სოციალურ მუშაკთან მჭიდრო თანამშრომლობა;
- ბენეფიციარებთან სამუშაოს დასრულების შემდეგ, შესრულებული სამუშაოს შეჯამება და შესაბამისი დოკუმენტების მომზადება;
- სამომავლო სამუშაო გეგმის შემუშავება; შესრულებული სამუშაოს ანგარიშების მომზადება და მათი პროექტის კოორდინატორისთვის მიწოდება.
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ფსიქოლოგიის მიმართულებით;
- ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
- წერითი უნარ-ჩვევები;
- ბენეფიციარის ინტერესებისა და შესაძლებლობების გამოვლენისა და მხარდაჭერის უნარი;
- ბენეფიციარების თანადგომისა და ემპათიის უნარი;
- ეფექტური კომუნიკაცია, ნდობის მოპოვებისა და ურთიერთობის დამყარების უნარი;
- მოქნილობა და დამოუკიდებლობა;
- მიმღებლობა განსხვავებული აზრისა და სიახლეების მიმართ;
- დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- SOS ბავშვთა სოფლის ხედვისა და მიზნების გაზიარება.
ჩვენ გთავაზობთ:
- პროფესიულ მხარდაჭერას;
- პროფესიულ ტრენინგებს;
- კეთილგანწყობილ სამუშაო გარემოს;
- პროფესიონალ გუნდთან მუშაობას;
- პროფესიული და პიროვნული განვითარების შესაძლებლობას.
- მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთ უმსხვილეს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობის შესაძლებლობას;
პროფესია: ფსიქოლოგი
სამუშაო ადგილი: რუსთაველის ქ. 93
ვაკანსიების რაოდენობა: 1
ხელფასი: 350 ლ
სამუშაო გრაფიკი: გრაფიკი შეთანხმებით
დასაქმების ფორმა: სრული
გამოცდილება: 1 წელი
ენები: ქართული (მშობლიური)
უნარები: კომუნიკაცია, თანამშრომლობა, ანალიზი, კეთილსინდისიერება, ინოვაციურობა, ერთგულება, შედეგზე ორიენტაცია, დაგეგმვა/ორგანიზება, გადაწყვეტილების მიღება
