ფსიქოლოგი
- ქალაქი
- ამბროლაური
- განაკვეთი
- ნაწილობრივი განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- ბენეფიტები
- მნიშვნელოვანი მისიის "სიყვარულით სავსე ოჯახი ყველა ბავშვს" განხორციელებაში მხარდაჭერის შესაძლებლობას · მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთ უმსხვილეს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობის შესაძლებლობას · კეთილგანწყობილ სამუშაო გარემოს
სრული აღწერა
ასოციაცია „საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" მცირე საოჯახო ტიპის სახლების პროექტის ფარგლებში, აცხადებს ფსიქოლოგის ვაკანსიას:
სამუშაო ადგილი: ამბროლაური
სამუშაო დატვირთვა: თვეში 4 ვიზიტი
ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 1 ვაკანტური ადგილი
ძირითადი ფუნქციები და მოვალებები:
- ბენეფიციარებისთვის ფსიქოლოგიური საჭიროებების გამოკვეთა და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა;
- ფსიქოლოგიური საჭიროებების მიხედვით, თითოეული ბენეფიციარისთვის ინდივიდუალური მომსახურების გეგმაში შესაბამისი ღონისძიებების ასახვაის უზრუნველყოფა და შესრულების მონიტორინგი;
- აღმზრდელების მხარდაჭერა ინდივიდუალური მომსახურების გეგმების შედგენისა და განხორციელების პროცესში;
- საჭიროების მიხედვით, ბენეფიციარებთან ინდივიდუალური და ჯგუფური შეხვედრების ორგანიზება;
- ხატვის, მუსიკისა და თამაშის თერაპიის საშუალებით, ბავშვებში ისეთი უნარ-ჩვევების განვითარება, რომელიც ესაჭიროება ბენეფიციარებს მათი სრულფასოვანი ფსიქო-სოციალური ფუნქციონირებისათვის;
- აღმზრდელებთან ინდივიდუალური და ჯგუფური შეხვედრების ჩატარება (განსაკუთრებულად რთული შემთხვევების გამოკვეთისას, ფსიქო-თერაპევტთან გადამისამართება);
- აღმზრდელებთან ერთად შემთხვევების განხილვა;
- ბავშვებისთვის სხვადასხვა ღონისძიების (შემეცნებითი და გასართობი) დაგეგმვისა და ორგანიზებისნ უზრუნველყოფა (შეძლებისდაგვარად ბავშვის ბიოლოგიური ოჯახის წევრების აქტიური ჩართვა);
- ბენეფიციარების ფორმალური და არაფორმალური განათლების მიღების ხელშეწყობა;
- შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშების მომზადება და მათი მცირე საოჯახო ტიპის სახლების პროექტის კოორდინატორისთვის მიწოდება მოთხოვნილი წესითა და სიხშირით.
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ფსიქოლოგიის მიმართულებით
- ბავშვებთან და ოჯახებთან მუშაობის გამოცდილება
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა
- წერითი უნარ-ჩვევები
- ბენეფიციარის ინტერესებისა და შესაძლებლობების გამოვლენისა და მხარდაჭერის უნარი
- ბენეფიციარების თანადგომისა და ემპათიის უნარი
- ეფექტური კომუნიკაცია, ნდობის მოპოვებისა და ურთიერთობის დამყარების უნარი
- მოქნილობა და დამოუკიდებლობა
- მიმღებლობა განსხვავებული აზრისა და სიახლეების მიმართ
- თვითკონტროლი და სიმშვიდის შენარჩუნება
- დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი
- გუნდური მუშაობის უნარი
- SOS ბავშვთა სოფლის ხედვისა და მიზნების გაზიარება
ჩვენ გთავაზობთ:
- მნიშვნელოვანი მისიის "სიყვარულით სავსე ოჯახი ყველა ბავშვს" განხორციელებაში მხარდაჭერის შესაძლებლობას;
- მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთ უმსხვილეს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობის შესაძლებლობას;
- კეთილგანწყობილ სამუშაო გარემოს;
- პროფესიონალ გუნდთან მუშაობას;
- პროფესიული და პიროვნული განვითარების შესაძლებლობას.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი სამოტივაციო წერილი და CV (რომელიც შეიცავს სამი რეკომენდატორი პირის საკონტაქტო ინფორმაციას) ელ-ფოსტაზე: hr@sos-kd.ge 2026 წლის 23 ნოემბრის ჩათვლით. გთხოვთ. სათუარში მიუთითოთ სასურველი თანამდებობა.
ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" სოციალურ განვითარებაზე ორიენტირებული არასამთავრობო ორგანიზაციაა. 1989 წლიდან იგი აქტიურ საქმიანობას ეწევა ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში. შესაბამისად, სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების გათვალისწინებით, ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყოფს, როგორც ოჯახის დამხმარე, ისე ალტერნატიული მომსახურებების განვითარებას, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს ბავშვებისა და მათი მშობლების სოციალური ფუნქციონირების გაუმჯობესებას.
ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" მოქმედებს "SOS Children's Villages International"-ის პოლიტიკის შესაბამისად, ვინაიდან ეს უკანასკნელი წარმოადგენს მის ქოლგა ორგანიზაციას, რომელსაც მსოფლიოს 136 ქვეყანაში ჰყავს ადგილობრივი წარმომადგენლობა ასოციაციების სახით. ორგანიზაციის მიზანია მიტოვების რისკის წინაშე მყოფ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა უფლებების დაცვა, მათი სრულფასოვან პიროვნებებად ფორმირების ხელშეწყობისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.sos-childrensvillages.ge
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- გამოცდილების დონე / რგოლი
- უფროსი რგოლი
- დასაქმების ფორმა
- ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა
- ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- განათლების დონე(ები)
- ბაკალავრი, დოქტორი, მაგისტრი
- საგანმანათლებლო პროგრამები
- გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგია, ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგიური შეფასება და კონსულტირება, კლინიკური ფსიქოლოგია
- ენები
- ქართული
- ენები
- ქართული
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
