ფრონტ ოფისის ასისტენტ მენეჯერი
- მისამართი
- რუისპირი, თელავი
სრული აღწერა
სასტუმრო კომპლექსი "აგარანის მამული - Agarani Estate", რომელიც მდებარეობს კახეთში, თელავის რაიონის სოფელ რუისპირში, 2025 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე და სტუმარ-მასპინძლობის სფეროში მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზებაზეა ორიენტირებული.
კომპლექსი აერთიანებს სხვადასხვა გასართობ და სარელაქსაციო სივრცეს, მათ შორის ღია აუზს, რესტორანს, ტერასას, საკონფერენციო სივრცეებსა და სხვა ობიექტებს.
სასტუმრო კომპლექსი "აგარანის მამული - Agarani Estate" აცხადებს ვაკანსიას ფრონტ ოფისის ასისტენტ მენეჯერის პოზიციაზე.
მდებარეობა: რუისპირი, თელავი
სამუშაო განაკვეთი: სრული (კვირაში 40 საათი)
უშუალო დაქვემდებარება: გენერალური მენეჯერი და საოპერაციო მენეჯერი
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში ისარგებლებთ ჯანმრთელობის დაზღვევით, უფასო კვებითა და ტრანსპორტირებით.
ძირითადი მოვალეობები:
- ფრონტ ოფისის ყოველდღიური ოპერაციების ორგანიზება და შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფა;
- მიღება-განთავსების დეპარტამენტის თანამშრომელთა სამუშაო პროცესის კოორდინაცია და სამუშაო სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა;
- სტუმრების მიღების, განთავსების, მომსახურებისა და გაცილების პროცედურების სათანადოდ შესრულების კონტროლი;
- ჯავშნების, ნომრების ხელმისაწვდომობისა და სტუმრების განთავსებასთან დაკავშირებული ინფორმაციის სიზუსტის უზრუნველყოფა;
- სტუმრების მოთხოვნების, შეკითხვებისა და საჩივრების დროული და ეფექტიანი მართვა;
- მომსახურების ხარისხის მონიტორინგი და სტუმართა კმაყოფილების გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
- ფრონტ ოფისის თანამშრომელთა ყოველდღიური სამუშაო პროცესის კოორდინაცია და საჭირო ინსტრუქციების მიწოდება;
- სალარო ოპერაციების, ანგარიშსწორებისა და შესაბამისი ფინანსური დოკუმენტაციის სიზუსტის კონტროლი;
- სასტუმროს სხვა დეპარტამენტებთან ეფექტიანი კომუნიკაციისა და თანამშრომლობის უზრუნველყოფა;
- სამუშაო გრაფიკების, ცვლის გადაბარების, ანგარიშებისა და სხვა ოპერაციული დოკუმენტაციის წარმოება;
- ყოველდღიური ოპერაციული საკითხების, გამოვლენილი პრობლემებისა და საჭიროებების შესახებ გენერალური და საოპერაციო მენეჯერების დროული ინფორმირება;
- გენერალური და საოპერაციო მენეჯერების მიერ განსაზღვრული დავალებების შესრულება და ფრონტ ოფისის საქმიანობის შესახებ ანგარიშგება;
- საჭიროების შემთხვევაში, ფრონტ ოფისის თანამშრომელთა ფუნქციების შესრულება მომსახურების უწყვეტობის უზრუნველსაყოფად.
პროფესიული მოთხოვნები:
- პროგრამა "არეალის" ცოდნა;
- სასტუმროს მიღება-განთავსების დეპარტამენტში მუშაობის გამოცდილება ცვლის უფროსის ან სუპერვაიზერის პოზიციაზე;
- ინგლისური ენის თავისუფლად ფლობა - სავალდებულო მოთხოვნა;
- რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- სასტუმროს მართვის პროგრამაში (PMS) მუშაობის გამოცდილება;
- სასტუმროს მომსახურების სტანდარტებისა და ფრონტ ოფისის ძირითადი ოპერაციული პროცედურების ცოდნა;
- სალარო ოპერაციებისა და სტუმრებთან ანგარიშსწორების პროცესის ცოდნა;
- სასურველია პროფესიული ან უმაღლესი განათლება ტურიზმის, სასტუმრო მენეჯმენტის ან სტუმარ-მასპინძლობის სფეროში.
პერსონალური და პროფესიული კომპეტენციები:
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, ორგანიზებულობა და დისციპლინირებულობა;
- გამართული კომუნიკაციისა და სტუმრებთან ეფექტური ურთიერთობის უნარი;
- გუნდური მუშაობისა და თანამშრომელთა სამუშაო პროცესის კოორდინაციის უნარი;
- პრობლემების იდენტიფიცირებისა და პრაქტიკული გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
- სტრესულ გარემოში მუშაობისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა და მომსახურების ხარისხზე ზრუნვა;
- ინიციატივიანობა, მოქნილობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
- ანგარიშვალდებულებისა და ინფორმაციის დროული გაზიარების კულტურა.
ანაზღაურება: გამოცდილებისა და პროფესიული კომპეტენციების გათვალისწინებით მოლაპარაკების საფუძველზე.
თუ დაინტერესებული ხართ აღნიშნული ვაკანსიით და აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე: hr@agarani.ge. გთხოვთ, წერილის სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება — "ფრონტ ოფისის ასისტენტ მენეჯერი".
გისურვებთ წარმატებას!
შენიშვნა პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ: კანდიდატის მიერ ავტობიოგრაფიის (CV)
გამოგზავნისას მისი პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება ვაკანსიაზე კანდიდატის შერჩევის, პოზიციასთან შესაბამისობის შეფასებისა და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მონაცემებზე წვდომა ექნებათ მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირებს. მონაცემების შენახვა და დამუშავება განხორციელდება შესაბამისი მიზნების, სამართლებრივი საფუძვლებისა და კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინებით.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
