ფრინავი-ოპერატორი
- ანაზღაურება
- 1 500 ₾
- მისამართი
- თბილისი, რიყის პარკი
- სამუშაო გრაფიკი
- წინასწარ განსაზღვრული ცვლების მიხედვით
სრული აღწერა
"Airballoon Tbilisi" აცხადებს ვაკანსიას მფრინავი-ოპერატორის პოზიციაზე.
ვეძებთ პასუხისმგებლიან და ყურადღებიან თანამშრომელს, რომელიც ჩვენს კომპანიაში გაივლის საჰაერო ბურთის მართვისთვის საჭირო სპეციალურ სწავლებასა და პრაქტიკულ გადამზადებას.
სწავლებისა და შესაბამისი გამოცდის წარმატებით გავლის შემდეგ კანდიდატი დასაქმდება მფრინავი-ოპერატორის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- საჰაერო ბურთის მართვისთვის საჭირო ოპერაციების შესრულება;
- სამუშაო ინსტრუქციებისა და უსაფრთხოების ნორმების ზედმიწევნით დაცვა;
- მეტეოროლოგიური ინფორმაციის კონტროლი;
- გეგმური ტექნიკური სამუშაოებისა და შემოწმებების ჩატარება;
- მგზავრების უსაფრთხო და ხარისხიანი მომსახურება.
მოთხოვნები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ტექნიკური ინსტრუქციების შესწავლისა და ზუსტად შესრულების უნარი;
- პუნქტუალურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
- მომხმარებელთან თავაზიანი და პროფესიული კომუნიკაცია;
- სამუშაოსთვის შესაბამისი ფიზიკური მზაობა და სიმაღლის შიშის არქონა;
- ჯანმრთელობის შესაბამისი ცნობის წარმოდგენა;
- ალკოჰოლსა და ნარკოტიკულ ნივთიერებებზე რეგულარული შემოწმების გავლის მზადყოფნა.
ავიაციის მიმართულებით მიღებული განათლება და ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო ადგილი: თბილისი, რიყის პარკი;
- სამუშაო გრაფიკი: წინასწარ განსაზღვრული ცვლების მიხედვით;
- ანაზღაურება - 1500 ლარი (მზარდი).
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე: info.airballoontbilisi@yahoo.com
მეილის სათაურში მიუთითეთ: მფრინავი-ოპერატორი
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
