QARTA
წარმოებაფოტოწიგნების აკინძვისა და ფინიშინგის ოპერატორი
გამოქვეყნდა 14 სექბოლო ვადა: 14 ოქტ · იწურება
- მისამართი
- ქ. თბილისი, ქინძმარაულის ქ.37
- სამუშაო გრაფიკი
- სრული განაკვეთი, ორშ–პარ
- კატეგორია
- ზოგადი ტექნიკური პერსონალი
სრული აღწერა
"QARTA" (შპს "Flying Elephant") აცხადებს ვაკანსიას ფოტოწიგნების აკინძვისა და ფინიშინგის ოპერატორის პოზიციაზე.
http://qarta.ge/
მდებარეობა: ქ. თბილისი, ქინძმარაულის ქ.37
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, ორშაბათი-პარასკევი
"QARTA" არის პრემიუმ ფოტოწიგნებისა და ფოტობეჭდვის სტუდია. ყველა წიგნი მზადდება ჩვენს საკუთარ საწარმოო სივრცეში, ევროპული მასალებითა და პროფესიონალური ევროპული დანადგარებით.
ვეძებთ გუნდის წევრს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ფოტოწიგნის ფიზიკურ დამზადებაზე - დაბეჭდილი ფურცლიდან მზა პროდუქტამდე.
ძირითადი მოვალეობები:
- გვერდების დაბეჭდვა
- ბლოკის აკინძვა perfect binding ტექნოლოგიით
- მყარი ყდის დამზადება
- ყდის მასალების ლამინაცია
- ფურცლების ჭრა გილიოტინაზე
- მზა პროდუქტის ხარისხის კონტროლი
- პროდუქტის შეფუთვა და გასაგზავნად მომზადება.
- სამუშაო ადგილის მოწესრიგება და მასალების აღრიცხვა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- გამოცდილება პოლიგრაფიაში, აკინძვაში ან მაღალი ხარისხის ხელობაში (ავეჯი, ტყავი, სამკერვალო, საათები, ნებისმიერი ზუსტი ხელობა) ჩაითვლება უპირატესობად
- განვიხილავთ გამოცდილების გარეშე კანდიდატებსაც. სრულ ტრენინგს ადგილზე ვუზრუნველვყოფთ
ხელის სიზუსტე და დეტალებზე ორიენტაცია
- პასუხისმგებლობა და სტაბილურობა, ვეძებთ ადამიანს გრძელვადიანი თანამშრომლობისთვის
პიროვნული თვისებები:
- პერფექციონიზმი, მაღალი პასუხისმგებლობა, სტაბილურობა
- ორგანიზებულობა და პროცესის თანმიმდევრობის დაცვა
- სწავლის სურვილი
ჩვენ გთავაზობთ:
- ანაზღაურება გამოსაცდელი პერიოდის განმავლობაში შეადგენს 900-1200 ლარს (დამოკიდებულია გამოცდილებაზე). მისი დასრულების შემდეგ 1500 ლარს, კვალიფიკაციის შესაბამისად ზრდის შესაძლებლობით. ასევე, გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ დაემატება ბონუსი.
- სრული ტრენინგი დანადგარებზე, უნიკალური პროფესიის დაუფლება რეგიონში.
- მცირე, მეგობრული გუნდი ბიუროკრატიის გარეშე.
- მზარდი კომპანია ევროპის საერთაშორისო გასვლის გეგმით.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ CV მისამართზე: hi@qarta.ge, სათაურში მიუთითეთ "აკინძვის ოპერატორი". დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
