ფოტოგრაფი
გამოქვეყნდა 27 ნოებოლო ვადა: 10 დეკ
- მთავარი მოთხოვნა
- საკუთარი პროფესიონალური ფოტოაპარატისა და შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობის ქონა
სრული აღწერა
კომპანია "არქი", წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 55 პროექტი და ამჟამად გვაქვს 33 მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.
"არქიში" ვეძებთ ფოტოგრაფს და მისი ფუნქციები იქნება:
- ბრენდისა და მისი მიზნობრივი აუდიტორიის შესაბამისი კონტენტის შექმნაში მონაწილეობის მიღება და ფოტომასალის უზრუნველყოფა სხვადასხვა პლატფორმისათვის;
- "არქის" და მასთან დაკავშირებული სოციალური გვერდებისათვის ფოტოკონტენტის შექმნა;
- კომპანიის კორპორაციული, სარეკლამო, მარკეტინგული, HR და სხვა მნიშვნელოვანი აქტივობების/ღონისძიებების ფოტოგადაღება;
- ფოტოგადაღების პროცესის ორგანიზება და განხორციელება;
- გადაღებული ფოტომასალის პროფესიონალური დამუშავება და საჭირო ფორმატში მომზადება;
- ფოტომასალის ხარისხის, ვიზუალური სტილისა და კომპანიის ბრენდულ სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
- ფოტომასალის სისტემატიზაცია, კატეგორიზაცია და ციფრული არქივის წარმოება;
- ფოტოგადაღებისთვის საჭირო ტექნიკური აღჭურვილობის გამართული მუშაობისა და მზადყოფნის უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- შესაბამისი პროფესიული განათლება ან ფოტოგრაფიის მიმართულებით გავლილი სპეციალიზებული კურსები ჩაითვლება უპირატესობად;
- ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- აუცილებელია საკუთარი პროფესიონალური ფოტოაპარატისა და შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობის ქონა.
თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2026 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით: განაცხადის შევსება
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
