LovelyRoses.ge
ფლორისტის დამხმარე
გამოქვეყნდა 22 სექბოლო ვადა: 22 ოქტ
- ანაზღაურება
- 50 ₾
- მისამართი
- თბილისი, ვაკე - ფალიაშვილის 38
- სამუშაო გრაფიკი
- და ანაზღაურება:
სრული აღწერა
"Lovelyroses.ge" აცხადებს ვაკანსიას ფლორისტის დამხმარის პოზიციაზე.
რას გთავაზობთ:
- ფლორისტიკის სფეროს გაცნობას;
- მეგობრულ გარემოსა და კოლეგების მხარდაჭერას;
სამუშაოს აღწერა:
- ყვავილების და სიმწვანის მომზადება თაიგულებისა და კომპოზიციებისთვის;
- ყვავილების მოვლა, წყლის გამოცვლა, ლარნაკების გასუფთავება და მაცივრის მოწესრიგება;
- ფლორისტული ღრუბლის მომზადება, თაიგულების ძირების შეფუთვა
- ფლორისტის სამუშაო ადგილის დასუფთავება და მოწესრიგება
- ახალი ყვავილების და სიმწვანეების მიღება, გასუფთავება, შესაბამის ლარნაკებში მოთავსება.
- სამუშაო ინვენტარის მომზადება: ყუთზე წარწერის გადაყვანა, გაღრუბლვა და ა.შ.
- ფლორისტების უშუალო დავალებების შესრულება.
მოთხოვნები:
- პასუხისმგებლობის გრძნობა და პუნქტუალურობა - ჩვენ ყოველ წუთსა და დეტალს დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ, კანდიდატმაც უნდა აუწყოს ფეხი ამ მოცემულობას, რათა ერთად შევქმნათ ხარისხიანი პროდუქცია და მომსახურება;
- მეგობრულობა - ჩვენი ატმოსფერო ასეთია და ვეძებთ ისეთ კანდიდატს, რომელიც მეგობრული, ღიმილიანი და მხიარული იქნება;
- მოხერხებულობა - ყვავილებთან მუშაობას ეს კრიტერიუმი ძალიან სჭირდება;
- კრეატიულობა - ყოველთვის მოხარულები ვართ მოვისმინოთ და განვახორციელოთ ახალი იდეები.
სამუშაო გრაფიკი და ანაზღაურება:
კვირაში მინიმუმ 4 დღე (დღეგამოშვებით), 6-საათიანი გრაფიკით; გრაფიკი მოძრავია და შესაძლოა კვირების განმავლობაში შეიცვალოს. დღიური ანაზღაურება იწყება 50 ლარი (ხელზე ასაღები) და იზრდება დროის განმავლობაში, ასევე ის დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებასა და სამუშაო დღეების რაოდენობაზე.
სამუშაო ადგილი: ვაკე - ფალიაშვილის 38.
!!! გაფრთხილება: ზოგადად ჩვენი პროფესია ფიზიკურად საკმაოდ დატვირთული პროფესიაა, რადგან ფლორისტის დამხმარეს უწევს მძიმე ლარნაკებში და სათლებში წყლის გამოცვლა.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ შეავსოთ შემდეგი ფორმა: დამსაქმებლის გვერდის ნახვა
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
