ფიზიკური უსაფრთხოების ოფიცერი
- მისამართი
- თბილისი, სათავო ოფისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- გამოცდილება
- საშუალო (middle), 2 წლამდე
- ბენეფიტები
- დაზღვევა, კორპორატიული ღონისძიებები, ფიტნეს აბონიმენტი
სრული აღწერა
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს
გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს:
დამსაქმებელი: სს კრედო ბანკი
თანამდებობა: ფიზიკური უსაფრთხოების ოფიცერი
სამუშაო ადგილი:სათავო ოფისი
კრედო ბანკი 29 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით, საქართველოს მასშტაბით, 100-მდე ფილიალით არის წარმოდგენილი.
კრედო ბანკის მისიაა, ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით ხელი შეუწყოს საქართველოს მეწარმეებს, მათ დასაქმებულებსა და ოჯახის წევრებს უკეთესი მომავლის შექმნაში.
კრედოს მისიის განხორციელება ჩვენთვის ჩვენი გუნდიდან იწყება. ჩვენ ვქმნით თანამშრომლებისთვის განვითარების, სწავლის და წინსვლის შესაძლებლობებს.
საერთო მიზნების მიღწევის გზაზე ჩვენი კრედოა ვუზრუნველვყოთ ერთმანეთის მხარდაჭერა, რაც ძლიერი და წარმატებული გუნდის საწინდარია.
#ჩვენვქმნითშესაძლებლობებს
#ჩვენიძალაგუნდურობაშია
ჩვენ გთავაზობთ:
- პოზიტიურ, გუნდურ და დინამიურ სამუშაო გარემოს;
- სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობებს;
- პროფესიული ტრენინგებსა და მასტერკლასებს;
- კორპორატიულ ღონისძიებებს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- წამყვანი სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბების აბონიმენტის თანადაფინანსებას.
გუნდში ვეძებთ მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ,კანდიდატს, რომელიც გაიზიარებს კრედო ბანკის ღირებულებებს.
პოზიციის მიზანი:
ფიზიკური უსაფრთხოების ოფიცერი პასუხისმგებელია კრედო ბანკის ოფისების, სერვისცენტრების და სხვა ობიექტების უსაფრთხო ფუნქციონირებაზე, მატერიალური-ტექნიკური ბაზის დაცვაზე და საშვთა სისტემის კონტროლზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
· ოფისში არსებულ ვითარებაზე კონტროლი უსაფრთხოების კუთხით;
· საშვთა სისტემის, თანამშრომლების და სტუმრების ოფისში დაშვების კონტროლი;
· მატერიალურ-ტექნიკური ბაზის დაცვა;
· ოფისის შიდა განაწესის დაცვა და მონიტორინგი;
· ინციდენტების აღრიცხვის ჟურნალის წარმოება;
· შესაბამისი ზომების მიღება ტექნიკური ავარიებისა და ხანძრის შემთხვევაში;
· საგანგაშო სიტუაციებში საევაკუაციო გეგმის მიხედვით თანამშრომელთა ევაკუაციის კონტროლი;
· ობიექტისა და მიმდებარე ტერიტორიის პერიოდულად დათვალიერება;
· სამეთვალყურეო სისტემებით (შენობის პერიმეტრის და სართულების ვიდეომეთვალყურეობა) კონტროლი;
· ოფისში საშვთა სისტემის გვერდის ავლით შეღწევის მცდელობისას, ასევე კრიტიკული შემთხვევების დროს შესაბამისი რეაგირება;
· საჭიროების შემთხვევაში დაცვის პოლიციის ოპერატიული ჯგუფის გამოძახება.საგანგაშო სიტუაციებში დროული შეტყობინების უზრუნველყოფა (112);
· კონფლიქტური სიტუაციების გამწვავების პროგნოზირება და შესაბამისი რეაგირება;
· ბანკის ტერიტორიაზე დაცვის ტექნიკურ საშუალებებზე კონტროლი და სისტემის პერიოდულად ტესტირება;
· ოფისში მოულოდნელად წარმოქმნილი საფრთხის იდენტიფიცირება და მასზე სწრაფი რეაგირება;
· ოფისის გაღება-დახურვის კონტროლი;
· სიგნალიზაციაზე ობიექტის აყვანის მონიტორინგი;
· იარაღისა და სპეციალური თავდაცვითი საშუალებების გამოყენების წესების დაცვა;
· საგანგაშო სისიტემების და დაცვის ტექნიკური საშუალებების გამართული ფუნქციონირების კონტროლი;
· იმოქმედოს მოქმედი კანონმდებლობით და მის ხელმძღვანელობით მინიჭებული უფლება-მოსილების ფარგლებში, თუ აღნიშნული არ ეწინააღმდეგება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას.
ცოდნა, უნარები და შესაძლებლობები:
· უმაღლესი ან სპეციალური განათლება;
· ფიზიკური დაცვის ოფიცრად მუშაობის გამოცდილება;
· უსაფრთხოების სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
· საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
· წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
· პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
· სწრაფი რეაგირების უნარი;
· სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
· გუნდური მუშაობის უნარი.
განცხადების მიღების ვადა: 23 ნოემბერი, 2026 წელი.
შეავსე აპლიკაცია და შემოუერთდი კრედოს განვითარების ყველაზე საინტერესო და გამოწვევებით სავსე ეტაპზე, შეიტანე შენი კონტრიბუცია და განვითარდი კომპანიასთან ერთად!
შენიშვნა:თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.
გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ
გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
#გახდიკრედოელი
კატეგორია: უსაფრთხოება / უსაფრთხოების თანამშრომელი
გამოცდილება: საშუალო (middle), 2 წლამდე
ენები: ქართული (თავისუფლად)
განათლება: ბაკალავრი, კურსდამთავრებული
ბენეფიტები: დაზღვევა, კორპორატიული ღონისძიებები, ფიტნეს აბონიმენტი
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
