ფიტნესკლუბის მენეჯერი
- ქალაქი
- თბილისი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
სრული აღწერა
,,დასაქმების სააგენტო HR'' აცხადებს ვაკანსიას ფიტნესკლუბის მენეჯერის პოზიციაზე ერთ-ერთი პრემიუმ ფიტნეს დარბაზისთვის თბილისში.
ძირითადი მოვალეობები:
- ფიტნესკლუბის ყოველდღიური საოპერაციო პროცესების დაგეგმვა, კოორდინაცია და შეუფერხებელი
მუშაობის უზრუნველყოფა;
•
- რესეფშენის, ტრენერებისა და სხვა საოპერაციო გუნდის სამუშაო გრაფიკების, დავალებებისა
და პრიორიტეტების მართვა;
•
- თანამშრომლების ჩართულობის, დისციპლინის, მომსახურების სტანდარტებისა და შესრულების
ხარისხის კონტროლი; ახალი თანამშრომლების ადაპტაციის მხარდაჭერა;
•
- ინდივიდუალური და კორპორაციული წევრობის, პაკეტებისა და დამატებითი სერვისების გაყიდვების
პროცესის მართვა და შედეგების მონიტორინგი;
•
- ახალი მომხმარებლების მოზიდვის, წევრობის განახლების, მომხმარებლების შენარჩუნებისა
და ლოიალობის გაზრდის აქტივობების განხორციელება;
•
- მომხმარებლების უკუკავშირის, პრეტენზიებისა და სერვისთან დაკავშირებული საკითხების
დროული და კორექტული მართვა;
•
- კლუბის სისუფთავის, უსაფრთხოებისა და მომსახურების სტანდარტების დაცვის კონტროლი;
ინვენტარისა და ტრენაჟორების მდგომარეობის მონიტორინგი და ტექნიკურ სამსახურებთან კოორდინაცია;
•
- ჯგუფური ვარჯიშებისა და ტრენერების განრიგის კოორდინაცია, კლუბის სიმძლავრეების ეფექტიანი
გამოყენება;
•
- გაყიდვების, დასწრების, აქტიური წევრობის, განახლებისა და მომხმარებელთა კმაყოფილების
მაჩვენებლების ანალიზი და რეპორტინგი ხელმძღვანელობასთან;
•
- მარკეტინგული აქტივობების, აქციებისა და პარტნიორული შეთავაზებების განხორციელების
მხარდაჭერა;
•
- ფინანსური და საოპერაციო მაჩვენებლების მონიტორინგი და რეპორტინგი — P&L-ზე სრული
პასუხისმგებლობის გარეშე..
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- 2-3 წლიანი სამუშაო გამოცდილება ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე ფიტნესის/სპა და wellness/სარესტორნო ინდუსტრიებში (ჯამური 5 წლიანი გამოცდილება სფეროში);
- გუნდის მართვის გამოცდილება;
- ინგლისური ენის ცოდნა;
- MS Office-ის პროგრამების ცოდნა;
- სასურველია CRM და POS პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება.
დამატებითი დეტალები:
- სამუშაო კვირა: 5 სამუშაო დღე; 40 სამუშაო საათი კვირაში'
- ლოკაცია - საბურთალო.
დაინტერესების შემთხვევაში გაგვიზიარეთ რეზიუმე მისამართზე: recruitment2@hh.ge recruitment24@hh.ge
წარმატებებს გისურვებთ!
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება


