ფინანსური სამსახურის უფროსი
- ანაზღაურება
- 5 280 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 5 წელი
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
ფინანსური სამსახურის უფროსი
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
სსიპ - სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი
ორგანიზაციის შესახებ:
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირია. ცენტრის საქმიანობა მოიცავს სოფლის მეურნეობისა და მასთან დაკავშირებულ სფეროებში სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების განხორციელებას, თანამედროვე ცოდნისა და ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობას, აგრობიომრავალფეროვნების შენარჩუნებასა და სოფლის მეურნეობის დარგის მდგრად განვითარებას
კატეგორია:
ფინანსები
განცხადების ბოლო ვადა:
31.10.2026
თანამდებობრივი სარგო:
5280 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
3 თვე
ფუნქციები:
- ეკონომიკური, ფინანსური და საბუღალტრო საქმიანობის კოორდინაცია/მართვა დადგენილი კანონმდებლობის შესაბამისად;
- ცენტრის ერთიანი ბიუჯეტის პროექტის შემუშავება და კოორდინაცია;
- საჭიროების შემთხვევაში დამტკიცებული ბიუჯეტის ცვლილებების პროექტის მომზადება;
- ცენტრის ბიუჯეტის გადასახდელების მიმართულებების განსაზღვრა;
- დამტკიცებული ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შესრულების ანალიზი;
- სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების ზედამხედველობა;
- საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების კოორდინაცია;
მინიმალური განათლება:
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება:
5 წელი
პროფესია:
ეკონომიკის ან/და ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით
საკონკურსო თემატიკა:
საქართველოს კანონი "საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ";
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი;
საქართველოს კანონი ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“;
საქართველოს კანონი ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“;
საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს შრომის კოდექსი“;
საქართველოს კანონი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“;
საქართველოს საგადასახადო კოდექსი;
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი“.
„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონი;
,,პროგრამული ბიუჯეტის შედგენის მეთოდოლოგიის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 8 ივლისის №385 ბრძანება;
„სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №637 ბრძანება;
„საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 5 აპრილის №99 ბრძანება.
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის სოფლის მეურნეობის სამეცნიეროკვლევითი ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2014 წლის 25 თებერვლის №2-51 ბრძანება.
საკონკურსო კომისიის მისამართი:
თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N 36ბ
საკონტაქტო ტელეფონები:
577227748
საკონტაქტო პირი:
თეა ჩალაძე
დამატებითი მოთხოვნები:
•სახელმწიფო დაწესებულებაში, საფინანსო ან ბუღალტრული აღრიცხვის სფეროში მუშაობის 5 წლიანი გამოცდილება;
•მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;
- სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ელექტრონული სისტემის ცოდნა;
- შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის ცოდნა;
დამატებითი ინფორმაცია:
-კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა განაცხადი უნდა წარადგინოს ელექტრონული ფორმით მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებ-გვერდის (www.vacancy.hr.gov.ge) მეშვეობით.
კონკურსანტმა შესაბამის გრაფაში უნდა ატვირთოს:
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი/ასლები;
- სამუშაო ადგილის შესახებ ცნობა/ბრძანება/ხელშეკრულება;
- სამოტივაციო წერილი კონკრეტული ვაკანსიისათვის;
- მიუთითოს მინიმუმ 1 რეკომენდატორი.
- კონკურსის მეორე ეტაპზე (გასაუბრება) დაიშვებიან კანდიდატები, რომლებიც დააკმაყოფილებენ დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;
- აპლიკაციაში მითითებულ სავალდებულო ველებს შეავსებენ სრულყოფილად და მოთხოვნილ დოკუმენტებს წარმოადგენენ სრულად;
- გასაუბრების ჩატარების ადგილისა და დროის შესახებ კანდიდატების ინფორმირება მოხდება აპლიკაციაში მითითებული ელექტრონული ფოსტის ან/და სატელეფონო შეტყობინების მეშვეობით.
- კონკურსანტის თანხმობის შემთხვევაში, გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, შესაძლებელია განხორციელდეს გასაუბრების აუდიო ჩაწერა.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
საკონკურსო კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს ქულათა შეჯამების საფუძველზე, აპლიკაციის მიღების ვადის ამოწურვიდან 3 თვის განმავლობაში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
