ფინანსური სამსახურის სტაჟიორი
- ანაზღაურება
- 720 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
ფინანსური სამსახურის სტაჟიორი
კონკურსის ტიპი:
სტაჟირება
ორგანიზაცია:
სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა
ორგანიზაციის შესახებ:
ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც სასწავლო და პრაქტიკული პროგრამების განხორციელების გზით ახდენს საჯარო მოსამსახურეთა გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას.
კატეგორია:
ფინანსები
განცხადების ბოლო ვადა:
13.10.2026
თანამდებობრივი სარგო:
720 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
ფუნქციები:
- სკოლის მუშაობის სპეციფიკის გაცნობა;
- კომპეტენციის ფარგლებში, სხვადასხვა საკითხზე გადაწყვეტილებების მომზადების პროცესში მონაწილეობის მიღება;
- სამსახურებრივი დოკუმენტაციის გაცნობა და სათანადო ინფორმაციით (ელექტრონული საშუალებებითა და სხვა) სარგებლობა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
- სკოლის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებზე დასწრება და მონაწილეობის მიღება.
მინიმალური განათლება:
სტუდენტი
პროფესია:
ფინანსები, სამართალმცოდნეობა
საკონკურსო თემატიკა:
- საქართველოს კონსტიტუცია;
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონი;
- „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონი;
- ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 1 ივნისის №86/ნ ბრძანება.
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ქ. თბილისი ზ. ანჯაფარიძის პირველი შესახვევი №6.
საკონტაქტო ტელეფონები:
591451414
საკონტაქტო პირი:
ეთერი ჯოჯუა
დამატებითი მოთხოვნები:
სტაჟიორად შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
- იცის სახელმწიფო ენა
- სწავლობს უმაღლესი განათლების პირველ (დამამთავრებელი სასწავლო წლის შემთხვევაში) ან მე-2 ან მე-3 საფეხურზე ან/და დასრულებული აქვს უმაღლესი განათლების ერთ-ერთი საფეხური.
დამატებითი ინფორმაცია:
- ანაზღაურებადი სტაჟირების ხანგრძლივობა შეადგენს 3 თვეს;
- სტაჟირების მსურველმა პირმა vacancy.hr.gov.ge-ს ელექტრონული რეზიუმეს შესაბამის ველებში უნდა მიუთითოს/ატვირთოს:
- ინფორმაცია განათლების/სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტის შესახებ (აუცილებელია, კანდიდატმა vacancy.hr.gov.ge-ის განათლების ველში მიუთითოს: საგანმანათლებლო დაწესებულება და პროფესია);
- სამოტივაციო წერილი;
- ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული ასლი, მხოლოდ უცხოენოვანი დიპლომის შემთხვევაში.
- განაცხადის გამოგზავნით კანდიდატი ადასტურებს, რომ იცნობს და ეთანხმება კონკურსის შესახებ შეტყობინებაში მოცემულ მოთხოვნებს, ფუნქციებსა და პირობებს. ასევე, ის თანახმაა, თავის განაცხადში მითითებული პერსონალური მონაცემები, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, დამუშავდეს სტაჟიორის შერჩევის მიზნებით და ამასთან, გამოთქვამს თანხმობას ამავე კონკურსის ფარგლებში კანდიდატის შესახებ საჭირო ინფორმაციის/დოკუმენტის მოძიების/გადამოწმების/გამოთხოვის თაობაზე.
პირი სტაჟიორად არ მიიღება, თუ:
- იგი ნასამართლევია განზრახი დანაშაულისთვის;
- იგი საჯარო სამსახურიდან გათავისუფლდა დისციპლინური გადაცდომის ჩადენისთვის და დისციპლინური გადაცდომის ჩადენისთვის გათავისუფლებიდან 1 წელი არ გასულა;
- მან სტაჟიორად მიღებისას არ წარადგინა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმის ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ან წარდგენილი ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ადასტურებს მის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტს;
- იგი სასამართლომ მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;
- თუ სტაჟირების მსურველი პირის მიერ იმავე საჯარო დაწესებულებაში 2022 წლის 1 ნოემბრიდან გავლილი სტაჟირების საერთო ვადა შეადგენს 12 თვეს.
მნიშვნელოვანია, რომ იმ საჯარო დაწესებულებაში სტაჟირება, სადაც მუშაობა ითვლება საჯარო სამსახურად, ჩაითვლება საჯარო სამსახურის სტაჟში, ხოლო საჯარო დაწესებულებაში შემავალ საჯარო ან/და კერძო სამართლის იურიდიულ პირში სტაჟირება - საერთო სტაჟში/სამუშაო გამოცდილებაში.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
სტაჟირების მსურველი პირის შეფასებას განახორციელებს დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ შექმნილი კომისია, არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
