ფინანსური ოპერაციების სპეციალისტი
- ქალაქი
- Remote
სრული აღწერა
"Talkpal" არის EdTech სტარტაპი, 10 მილიონზე მეტი მომხმარებლით, რომელიც სთავაზობს მომხმარებლებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ისწავლონ უცხო ენები ხელოვნური ინტელექტის დახმარებით როგორც B2C, ასევე B2B მიმართულებით.
ვეძებთ ფინანსური ოპერაციების სპეციალისტს, რომელიც დისტანციურად უზრუნველყოფს კომპანიის ფინანსურ ანალიზსა და ანგარიშგებას (რეპორტინგს).
შენი ძირითადი სამუშაო:
- ყოველთვიური ფინანსური და ოპერაციული ანგარიშგების (რეპორტების) მომზადება;
- ხარჯების ანალიზი, მონიტორინგი და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;
- ინვოისებისა და გადახდების (Stripe, App Store, Google Play) ბუღალტერიასთან შეჯერება;
- კონტრაქტების რეესტრის წარმოება და დოკუმენტაციის მომზადება ბუღალტრებისა და საგადასახადო კონსულტანტებისთვის;
- ოპერაციული პროცესების ანალიზი და მათი გაუმჯობესების ინიციატივების შემუშავება.
შენ მოგაქვს:
- ფინანსებში, აუდიტში, ან ოპერაციებში მუშაობის 4+ წლიანი გამოცდილება Top Tier Consulting კომპანიაში;
- ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (C1/C2);
- კრიტიკული აზროვნების უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
- სასურველია Tech affinity / AI-სთან მუშაობის გამოცდილება.
რატომ უნდა შემოგვიერთდე:
- გახდები ნაწილი სწრაფად მზარდი, გლობალური მასშტაბის მქონე სტარტაპის;
- გექნება შესაძლებლობა იმუშაო ინოვაციურ AI ინსტრუმენტებთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან;
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობები და საერთაშორისო გამოცდილება;
- მხიარული, ენერგიული და შედეგზე ორიენტირებული გუნდი.
დამატებითი ინფორმაცია:
- ადგილმდებარეობა: Remote;
- თანამშრომლობის ტიპი: კონტრაქტორი (B2B / მომსახურების ხელშეკრულება).
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც მოწვეული იქნებიან გასაუბრებაზე.
თქვენ მიერ გამოგზავნილი პირადი ინფორმაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 2 წლის განმავლობაში. თქვენი კანდიდატურა შეიძლება განხილულ იქნეს "Talkpal, Inc."-ის თქვენთან შესაძლო სამომავლო ურთიერთობის მიზნით.
რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: დამსაქმებლის გვერდის ნახვა
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
