ფინანსური ჯენერალისტი
- ანაზღაურება
- 1 500–2 000 ₾ / თვე
- ქალაქი
- თბილისი
- სამუშაო გრაფიკი
- ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-19:00 საათამდე, 1-საათიანი შესვენებით
სრული აღწერა
"DESIGN MALL" არის დიზაინისა და სარემონტო მასალების მოლი თბილისში, სადაც მომხმარებლებს ერთ სივრცეში შეუძლიათ შეარჩიონ სარემონტო მასალები, ავეჯი და დეკორი, ასევე მიიღონ პროფესიონალი დიზაინერებისა და არქიტექტორების მომსახურება.
კომპანიის ფინანსური პროცესების ეფექტიანად მართვისა და საქმიანობის უწყვეტი განვითარების მიზნით, ვეძებთ პასუხისმგებლობიან, დეტალებზე ორიენტირებულ და ანალიტიკური აზროვნების მქონე ფინანსურ Generalist-ს, რომელიც შემოუერთდება ჩვენს გუნდს და აქტიურად ჩაერთვება კომპანიის ყოველდღიური ფინანსური ოპერაციების მართვასა და კონტროლში.
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-19:00 საათამდე, 1-საათიანი შესვენებით
ანაზღაურება: 1500-2000 ლარი თვეში, კანდიდატის კვალიფიკაციისა და პროფესიული გამოცდილების გათვალისწინებით.
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიის ყოველდღიური ფინანსური ოპერაციების აღრიცხვა და კონტროლი;
- შემოსავლებისა და ხარჯების შესახებ ინფორმაციის შეგროვება, დამუშავება და სისტემატიზაცია;
- მიღებული ინვოისების, ანგარიშებისა და სხვა ფინანსური დოკუმენტაციის შემოწმება და მოწესრიგება;
- მომწოდებლებთან და პარტნიორებთან ანგარიშსწორებების მონიტორინგი;
- დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების აღრიცხვა და კონტროლი;
- საბანკო ოპერაციებისა და გადარიცხვებისთვის საჭირო ინფორმაციის მომზადება;
- ყოველდღიური და ყოველთვიური ფინანსური მონაცემების შეჯერება;
- Excel-ის გამოყენებით ფინანსური ცხრილებისა და პერიოდული ანგარიშების მომზადება;
- ფინანსური დოკუმენტაციის დროული მიწოდება ბუღალტრისთვის და მასთან კოორდინაცია;
- ხელმძღვანელობისთვის საჭირო ფინანსური ინფორმაციის მომზადება და წარდგენა;
- ფინანსურ დოკუმენტაციაში შეუსაბამობების აღმოჩენა და შესაბამისი პირებისთვის ინფორმაციის მიწოდება;
- კომპანიის შიდა ფინანსური პროცედურებისა და დადგენილი ვადების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტერიის, ეკონომიკის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად;
- ფინანსურ ან ადმინისტრაციულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- MS Excel-ის საშუალო დონეზე ცოდნა;
- ფინანსური დოკუმენტაციის დამუშავებისა და მონაცემების სიზუსტის კონტროლის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ორგანიზებულობა, დროის მართვისა და გუნდური მუშაობის უნარი;
- ახალი პროგრამებისა და სამუშაო პროცესების სწრაფად ათვისების უნარი.
გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტის მისამართზე: Hr@designmall.ge. ელფოსტის სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "ფინანსური Generalist".
რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება შპს დიზაინ მოლის მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით.
თქვენ გაქვთ უფლება, მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებული მონაცემების თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. შესაბამისი მოთხოვნით შეგიძლიათ მოგვმართოთ ელექტრონულ მისამართზე: Hr@designmall.ge.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
