ფინანსური გარანტიების გაყიდვების მენეჯერი
სრული აღწერა
სს ”სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი” აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე ფინანსური გარანტიების სამსახურში.
სს ”სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი” (www.gpih.ge) არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის “ვენის სადაზღვევო ჯგუფის” (www.vig.com) წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს - სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი. ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ წარმატებისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს.
პასუხისმგებლობები:
- პოტენციური მომხმარებლების დაინტერესება/მოზიდვა;
- ფინანსური გარანტიისა და სხვა სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზება;
- მომხმარებლის მოთხოვნების, საჭიროებების დადგენა/დაზუსტება, შესაბამისი მომსახურების შეთავაზება და გარანტიის განაცხადის მომზადება;
- მომხმარებლისთვის პროდუქტის მახასიათებლებისა და კონკურენტული უპირატესობების გაცნობა;
- ფინანსური გარანტიის ხელშეკრულებების დადება პოტენციურ მომხმარებლებთან და გაყიდვების შემდგომი მომსახურების უზრუნველყოფა;
- საჭიროების შემთხვევაში მომხმარებელთან შეხვედრის დაგეგმვა/ორგანიზება;
- სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- სასურველია გამოცდილება გაყიდვების სფეროში;
- ქართული და ინგლისური/რუსული ენების ფლობა;
- კომპიუტერთან მუშაობის უნარი და საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი და პასუხისმგებლობის გრძნობა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი რეზიუმე ქართულ ან ინგლისურ ენაზე.
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
სადაზღვევო კომპანია "ჯი პი აი ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - ფინანსური გარანტიების გაყიდვების მენეჯერი.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

