ფინანსური დოკ. აღრიცხვისა და პროექტების მართვის სპეციალისტი
სრული აღწერა
ჩვენ უწყვეტი ენერგიის, პროგრესის, შესაძლებლობებისა და სასიკეთო გარდამტეხი ცვლილებების ძრავა ვართ. 30 წელია, ვზრუნავთ ავტოსფეროს განვითარებაზედა მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ. ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელიარაფერია. თეგეტაში ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ.
ამჯერად, თეგეტა მოტორსის გუნდში ფინანსური დოკუმენტაციის აღრიცხვისა და პროექტების მართვის სპეციალისტის პოზიცია გვაქვს ვაკანტური.
თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია:
- საიჯარო ქონების ფართების კონტროლი;
- შვილობილებისთვის ქვეიჯარით გასაცემ ობიექტებზე შეთანხმებული პირობებით ხელშეკრულებებისა და მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმება;
- იჯარის/ქვეიჯარის ხელშეკრულებების ფართების, ტარიფებისა და ვადების მონიტორინგი, რეპორტინგი;
- კომუნალური ხარჯების შვილობილებზე გადაყიდვისთვის ინვოისების მომზადება, ხელმოწერის პროცესის განხორციელება და ფინანსებისთვის ხელმოწერილი ინვოისების მიწოდება;
- გაქირავებულ საიჯარო ქონებებზე დაზიანების აქტების მომზადება, ფინანსებისთვის მიწოდება და ანაზღაურების პროცესის კონტროლი;
- გაქირავებულ საიჯარო ქონებებზე დაზიანების აქტების მომზადება, ფინანსებისთვის მიწოდება და ანაზღაურების პროცესის მართვა;
- შვილობილებზე გადასაყიდი მომსახურებების/ინვენტარის/პროდუქციის გადაყიდვის პროცესის მართვა და რეპორტინგი;
- შვილობილებზე საქმიანი ვიზიტით განხორციელებული მივლინებების გადაყიდვა და რეპორტინგის წარმოება;
- ახალ პროექტებთან დაკავშირებული ბიუჯეტის ფაილის მომზადება;
- პროექტებთან არსებული ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის მონიტორინგი და რეპორტინგი;
- დასაქმებულის კომპეტენციის ფარგლებში, უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაინიცირებული სხვა დავალებების შესრულება, რომელიც აზუსტებს შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების ცალკეულ გარემოებებს და რომლებიც არ ცვლის შრომითი ხელშეკრულების არსებით პირობებს.
თუ ჩვენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებ:
- უმაღლესი განათლება შესაბამისი მიმართულებით;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- Excel-ისა და MS Office-ის ცოდნა;
- ბიუჯეტირების, ხარჯების კონტროლისა და რეპორტინგის უნარი;
- ანალიტიკური აზროვნება, ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი.
მაშინ, ჩვენ შენ გეძებთ.
თეგეტაში დაგხვდება:
· პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო;
· პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
· სამედიცინო დაზღვევა;
· სხვადასხვა ტიპის კორპორაციული შეთავაზებები და ფასდაკლებები;
· მრავალფეროვანი ტრენინგები და სასწავლო პროგრამები.
თეგეტა ჰოლდინგში, თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა.ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია.
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"თეგეტა მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - ფინანსური დოკუმენტაციის აღრიცხვისა და პროექტების მართვის სპეციალისტი - დეკრეტის შემცვლელი.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად, გთხოვთ, ეწვიოთ მოცემულ ბმულს:
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

