ფინანსური დეპარტამენტის შესყიდვების კოორდინატორი
- ანაზღაურება
- 3 200 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 1 წელი
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
ფინანსური დეპარტამენტის შესყიდვების კოორდინატორი
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
სსიპ - იუსტიციის სასწავლო ცენტრი
ორგანიზაციის შესახებ:
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიზანია: საქართველოში მიმდინარე სამართლებრივი რეფორმების და ქართული სამართლის საერთაშორისო სტანდარტებთან და ევროპულ სამართალთან ჰარმონიზაციის სახელმწიფო პოლიტიკის ხელშეწყობა, სასწავლო პროგრამების განხორციელებით და სამინისტროსა და მისი სისტემის დაწესებულებების, აგრეთვე სხვა დაინტერესებული პირების პროფესიული და ორგანიზაციული განვითარების, დადგენილ სტანდარტებზე დაფუძნებული მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობა.
კატეგორია:
შესყიდვები
განცხადების ბოლო ვადა:
11.11.2026
თანამდებობრივი სარგო:
3200 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
6 თვე
ფუნქციები:
ა) ტენდერის ან შესყიდვის ელექტრონული პროცედურის განსახორციელებლად, სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებით, შესაბამისი სატენდერო/ელექტრონული პროცედურების შესაბამისად,დოკუმენტების მომზადება და მათი ატვირთვა სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში;
ბ) შესყიდვის ხელშეკრულების, მათ შორის სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებებისა და მათში ცვლილებების პროექტების მომზადება; გაფორმებული დოკუმენტების სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასახვა;
გ) საჭიროების შემთხვევაში, უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეულებიდან, შესყიდვის ობიექტის დამატებითი ტექნიკური აღწერილობისა და შესყიდვებთან დაკავშირებული სხვა საკითხების თაობაზე ინფორმაციის/დასკვნების გამოთხოვა;
დ) სახელმწიფო შესყიდვების ანგარიშგება საქართველოს იუსტიციის სამინისტროში (დამტკიცებული ფორმების შესაბამისად);
ე) ელექტრონული ბაზების წარმოება და კონტროლი;
ვ) ხელშეკრულების პირობების განსაზღვრა და ხელშეკრულებების მომზადება; ოფიციალური კორესპონდენციის წარმოება (წერილები, ოქმები და ა.შ.);
ზ) სატენდერო დოკუმენტაციის და სატენდერო განცხადების პროექტის მომზადება, სატენდერო კომისიის/აპარატის წევრის ფუნქციების განხორციელება საქართველოს კანონმდებლობის და სატენდერო კომისიის დავალების შესაბამისად;
თ) სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებასთან და ანგარიშგებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის განთავსება სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
ი) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თანხმობის მიღების მიზნით, გამარტივებული შესყიდვის განხორციელებისთვის საჭირო დოკუმენტაციის პროექტების მომზადება;
კ) კონსოლიდირებული ტენდერის გამოცხადების მოსამზადებელ ეტაპზე მოთხოვნილი ინფორმაციის მოძიება, ანალიზი და წარდგენა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში;
ლ) სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის მომზადება, ერთიან ელექტრონულ სისტემაში მონაცემების შეტანა და გეგმის შესრულების კონტროლის წარმოება;
მ) ცენტრის სტრუქტურული ერთეულებიდან მიღებული მოთხოვნების შესაბამისად სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა;
ნ) წლის განმავლობაში, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მონეტარული ზღვრების ფარგლებში სახელმწიფო შესყიდვების გეგმის პროექტის შედგენა-შემუშავებაში მონაწილეობა;
ო) სახელმწიფო შესყიდვების უზრუნველსაყოფად, ცენტრის მიერ განსახორციელებელი სახელმწიფო შესყიდვის საშუალებების განსაზღვრა (გამარტივებული შესყიდვა, ელექტრონული ტენდერი და კონსოლიდირებული ტენდერი) და ყველა საჭირო ღონისძიების გატარება;
პ) ცენტრის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ გაფორმებული ხელშეკრულებების პირობების შესრულებაზე მონიტორინგის განხორციელება;
ჟ) სატენდერო დოკუმენტაციის სისწორის უზრუნველყოფა, სატენდერო წინადადებების მომზადება/განხილვა, ოქმებისა და წერილების პროექტების მომზადება;
რ) შესყიდვებში მონაწილე პირების მიერ ცენტრში წარმოდგენილი განცხადებების შესწავლა და შესაბამისი გადაწყვეტილებების პროექტების მომზადება;
ს) დავებთან დაკავშირებით შესაბამისი მოსაზრებების, ახსნა - განმარტების შედგენა და სხდომებზე მონაწილეობა.
მინიმალური განათლება:
ბაკალავრი
სამუშაო გამოცდილება:
1 წელი
საკონკურსო თემატიკა:
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი;
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანება „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“;
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანება „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“;
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 20 სექტემბრის №7 ბრძანება „შესყიდვის ობიექტების იდენტიფიცირებისა და ერთგვაროვნების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“;
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 8 ოქტომბრის N1117 ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“.
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ქ. თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას ქ. N1.
საკონტაქტო ტელეფონები:
2 39 22 61
დამატებითი მოთხოვნები:
ა) საჯარო სამსახურში შესყიდვების მიმართულებით მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება.
ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი;
ცვლილებებისა და სიახლეების ინიცირების უნარი;
დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
გუნდური მუშაობის უნარი;
კომპლექსური აზროვნება;
დროის ეფექტიანი მართვა;
საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზის უნარი.
დამატებითი ინფორმაცია:
კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა კანდიდატმა სავალდებულოა განცხადების შევსების დროს, შესაბამის ველში ატვირთოს:
ა) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. უცხო ენაზე გაცემული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის არსებობის შემთხვევაში, ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი;
ბ) სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი/ცნობა, რომელშიც ასახული იქნება სამსახურის დაწყებისა და დასრულების სრული თარიღები და დაკავებული თანამდებობა (სახელმწიფო ენაზე);
გ) აუცილებელია კანდიდატმა შეავსოს სამოტივაციო წერილის გრაფა.
კონკურსის პირველ ეტაპზე განხორციელდება კანდიდატის განცხადების ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა. ზემოაღნიშნული დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში კანდიდატის განაცხადი მიჩნეული იქნება ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შეუსაბამოდ;
გასაუბრებაზე კანდიდატის შეფასება ხდება პროფესიული, მოტივაციასთან დაკავშირებულ და საქმიანი უნარების დამდგენ კითხვებზე გაცემული პასუხების შესაბამისად;
გამარჯვებულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მიიღებს ყველაზე მაღალ ქულას, მაგრამ არანაკლებ 3 ქულისა (მაქსიმალური ქულა - 5);
ღია კონკურსის ჩატარების ზუსტი ადგილის, თარიღის, დროისა და შედეგების შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ დამატებით;
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კანდიდატი ვალდებულია, საჯარო დაწესებულებას მიაწოდოს უტყუარი ინფორმაცია და დოკუმენტები საკონკურსო მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ;
პერსონალური ინფორმაცია მუშავდება იუსტიციის სამინისტროს სისტემის ფარგლებში დასაქმების შესაძლებლობის მიზნით.
სსიპ - საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: www.tcj.gov.ge.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებას იღებს ქულათა სისტემით განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვისა.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
