ფინანსური ანგარიშგების ოფიცერი
- სამუშაო გრაფიკი
- კვირაში 40 სთ
- მისამართი
- სათაო ოფისი, დ. გამრეკელის ქ. #19
სრული აღწერა
17-09-2026 - 18-10-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული
„დრესაპ ჯგუფი“ 32 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Levi’s, Lacoste, CK, Tommy Hilfiger, Tommy Jeans, Gant, Samsonite, Guess, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Adidas და სხვა.
კომპანია წარმოდგენილია 90-ზე მეტი მაღაზიით თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში. ასევე, ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge.
„დრესაპ ჯგუფი“ ეძებს ფინანსური ანგარიშგების ოფიცერს ქ. თბილისში:
გთავაზობთ შემდეგ სამუშაო ფორმატს:
- სამუშაო გრაფიკი -კვირაში 40 სთ;
- სამუშაო ადგილი - სათაო ოფისი, დ. გამრეკელის ქ. #19.
✨ რატომ Dressup?
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სამსახურში თავს დაფასებულად და კომფორტულად გრძნობდე, ამიტომ გთავაზობთ:
- კორპორატიულ ფასდაკლებას Dressup-ის მაღაზიებში;
- საიუბილეო და საქორწინო შვებულებას;
- საჩუქარს შვილის დაბადების შემთხვევაში;
- კარიერული განვითარებისა და დაწინაურების რეალურ შესაძლებლობას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- FitPass-ის მომსახურებაზე განსაკუთრებულ პირობებს.
ამ პოზიციაზე შენი მოვალეობები იქნება:
- ფინანსური და მმართველობითი ანგარიშგების მომზადება;
- ბიუჯეტირებისა და ფინანსური პროგნოზირების პროცესში მონაწილეობა;
- ფაქტობრივი და დაგეგმილი მაჩვენებლების გადახრების ანალიზი;
- ხარჯებისა და ბიზნესერთეულების/ბრენდების მომგებიანობის ანალიზი;
- GL Mapping-ისა და ფინანსური მონაცემების შედარება-შეთანხმება;
- სასესხო პორტფელისა და ფინანსური ვალდებულებების მონიტორინგი;
- IFRS კორექტირებებისა და აუდიტისთვის საჭირო მასალების მომზადება;
- ფინანსური მოდელების, What-if/Scenario ანალიზებისა და მენეჯმენტისთვის საჭირო გათვლების მომზადება;
- ცვლადი ანაზღაურების, ბონუსებისა და საკომისიოების გაანგარიშება;
- ფინანსური პროცესების ოპტიმიზაცია და ავტომატიზაცია.
შენგან კი დაგვჭირდება:
- მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება ფინანსური ანგარიშგების, აუდიტის, ფინანსური ანალიზის ან მმართველობითი აღრიცხვის მიმართულებით;
- უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
- ფინანსური ანგარიშგების, საბუღალტრო მონაცემების, ბიუჯეტირებისა და პროგნოზირების კარგი ცოდნა;
- IFRS-ის ცოდნა და შესაბამისი გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- Excel-ის მაღალ დონეზე ფლობა და დიდი მოცულობის მონაცემებთან მუშაობის გამოცდილება;
- Power BI, SQL ან Python-ის ცოდნა და ავტომატიზაციის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- მრავალფილიალიან, საცალო ან დიდი მოცულობის ფინანსურ ოპერაციებთან დაკავშირებულ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- ძლიერი ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება, მაღალი სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- პრობლემების დამოუკიდებლად იდენტიფიცირებისა და გადაჭრის უნარი;
- ორგანიზებულობა, პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა და ვადების დაცვის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და კონფიდენციალურ ინფორმაციასთან მუშაობის უნარი.
კანდიდატთა შერჩევა
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV/რეზიუმე ატვირთეთ 2026 წლის 17 ოქტომბრის ჩათვლით.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"დრესაპ ჯგუფი" 32 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Levi`s, Lacoste, CK, Tommy Hilfiger, Tommy Jeans, Gant, Samsonite, Guess, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Adidas და სხვა.
კომპანია წარმოდგენილია 90-ზე მეტი მაღაზიით თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში. ასევე, ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge.
"დრესაპ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ანგარიშგების ოფიცრის პოზიციაზე.
დაინტერესების შემთხვევაში, გადადით ლინკზე და გაგვიზიარეთ რეზიუმე: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

