Caucasus Creditფინანსური ანალიტიკოსი
გამოქვეყნდა 16 სექბოლო ვადა: 15 ოქტ · იწურება
- ანაზღაურება
- შეთანხმებით
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- სამუშაო გრაფიკი
- სრული
სრული აღწერა
"Caucasus Credit" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: განისაზღვრება კადრის გამოცდილების და კვალიფიკაციის მიხედვით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: • უმაღლესი ეკონომიკური განათლება: ბუღალტრული აღრიცხვა ან ფინანსური აღრიცხვა და კონტროლი / გადასახადები / აუდიტი / ეკონომიკა
- სპეციალობით მუშაობის გამოცდილება: პროფესიულ სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება
- საერთაშორისო აუდიტორულ ორგანიზაციებში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. ასეთი გამოცდილების არსებობის შემთხვევაში.
უნდა ფლობდეს შემდეგ უნარ-ჩვევებს:
- ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება;
- ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (ფასს/IFRS) გამოყენება;
- ფინანსური ანგარიშგების მომზადება ფასს-ის შესაბამისად;
- კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების მომზადება;
- ახალი და შეცვლილი ფასს სტანდარტების მოთხოვნების ანალიზი და გამოყენება;
- სააღრიცხვო პოლიტიკისა და მეთოდოლოგიური დოკუმენტების მომზადება ბუღალტრულ აღრიცხვასა და ფასს-ში;
- ფინანსური ანგარიშგების განმარტებითი შენიშვნებისა და გამჟღავნებების მომზადება გარე და შიდა აუდიტორებთან ურთიერთობა, აუდიტორულ მოთხოვნებზე პასუხების მომზადება;
- ფინანსური ანგარიშგების ტრანსფორმაციის მომზადება;
- რთული სამეურნეო ოპერაციების ანალიზი და ფასს- ის შესაბამისად მათი ასახვის წესის განსაზღვრა;
- ხელმძღვანელობისთვის ანალიტიკური და სხვა სახის ინფორმაციის მომზადება;
- ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების სფეროში საქართველოს კან ონმდებლობის ცვლილებების მონიტორინგი და კომპანიის საქმიანობაზე მათი გავლენის შეფასება.
- Microsoft Excel-ის პროგრამაში მაღალ დონეზე მუშაობის უნარი.
უნდა იცოდეს:
- ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები;
- ბუღალტრული აღრიცხვის წარმოების საფუძვლები;
- საქართველოს საკანონმდებლო და ნორმატიული სამართლებრივი აქტები ბუღალტრ ული აღრიცხვისა
- და ფინანსური ანგარიშგების მომზადების სფეროში.
სამსახურებრივი მოვალეობები:
- თანამდებობის მიზანი: ინდივიდუალური და კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგებების ფორმირება და მომზადება, ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების მომზადების შიდა მეთოდოლოგიური მარეგულირებელი დოკუმენტების შემუშავება, ყოველთვიური ფინანსური რეპორტის მომხადება ეროვნული ბანკისთვის.
- ფასისის შესაბამისად ინდივიდუალური და კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგებების, ასევე ფინანსური ანგარიშგების განმარტებითი შენიშვნების ფორმირება და მომზადება;
- სააღრიცხვო პოლიტიკის, მეთოდოლოგიური დოკუმენტებისა და შიდა რეგლამენტების შემუშავება და აქტუალიზაცია ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების მომზადების საკითხებზე;
- ახალი და შეცვლილი ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების ანალიზი, კომპანიის საქმიანობაზე მათი გავლენის შეფასება და დანერგვის უზრუნველყოფა;
- ბუღალტრული აღრიცხვის მეთოდოლოგიური მხარდაჭერა ფასს-ის გამოყენების საკითხებში;
- რთული და არასტანდარტული სამეურნეო ოპერაციების ანალიზი და ფასს-ის შესაბამისად ბუღალტრულ აღრიცხვასა და ფინანსურ ანგარიშგებაში მათი ასახვის წესის განსაზღვრა;
- ტრანსფორმაციული და კონსოლიდაციური კორექტირებების მომზადება და შემოწმება, შიდაჯგუფური ოპერაციებისა და ნაშთების ელიმინაციის ჩათვლით;
- ფინანსური ინფორმაციის პაკეტების მომზადება მშობელი კომპანიის კონსოლიდაციისა და ანგარიშგების მიზნებისთვის;
- საანგარიშგებო პერიოდების დახურვის პროცესში მონაწილეობა და ფინანსური ანგარიშგების მომზადების დადგენილი ვადების დაცვის უზრუნველყოფა;
- (საჭიროების შემთხვევაში) გარე აუდიტორთან ურთიერთობა, საჭირო გაანგარიშებების, განმარტებებისა და აუდიტორულ მოთხოვნებზე პასუხების მომზადება;
- ხელმძღვანელობისთვის ანალიტიკური მასალების, პრეზენტაციებისა და ცნობების მომზადება ფინანსური ანგარიშგებისა და ფასს-ის გამოყენების საკითხებზე;
- ბუღალტრულ აღრიცხვაში ცალკეული სამეურნეო ოპერაციების ასახვის კორექტულობის კონტროლი ფასს-ის მოთხოვნების თვალსაზრისით;
- მონაწილეობის მიღება ფინანსური ანგარიშგების მომზადების პროცესების ავტომატიზაციასა და სააღრიცხვო პროცესების სრულყოფაში;
- ბუღალტრული აღრიცხვის, ფინანსური ანგარიშგებისა და აუდიტის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის ცვლილებების მონიტორინგი, აგრეთვე კომპანიის საქმიანობაზე მათი გავლენის შეფასება;
- კომპანიის სტრუქტურული ქვედანაყოფებისთვის მეთოდოლოგიური მხარდაჭერის გაწევა ბუღალტრული აღრიცხვისა და ფასს-ის გამოყენების საკითხებზე;
- უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება, რომლებიც უკავშირდება ფუნქციონალურ მოვალეობებს.
დამატებითი ინფორმაცია: საერთაშორისო აუდიტორულ ორგანიზაციებში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
გამოაგზავნეთ თქვენი CV ფოტო სურათ ით მისამართზე: caucasuscredit@gmail.com და სათაურის (გრაფაში "subject") ველში მიუთითეთ თანამდებობა, რომელზეც აგზავნით განაცხადს.
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- გამოცდილების დონე / რგოლი
- საშუალო რგოლი
- დასაქმების ფორმა
- ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა
- ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- გამოცდილება აუცილებელია
- გამოცდილება 2 წლიდან
- განათლების დონე(ები)
- ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
- ენები
- ქართული
- ენები
- ქართული
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
