კომპანია
ფინანსებიფინანსური ანალიტიკოსი
გამოქვეყნდა 22 ოქტბოლო ვადა: 22 ნოე
სრული აღწერა
ვეძებთ პასუხისმგებლობიან, ანალიტიკურ აზროვნებასა და ფინანსური მონაცემების დამუშავების უნარებზე ორიენტირებულ ფინანსურ ანალიტიკოსს, რომელიც ჩაერთვება ფინანსური ანგარიშგების მომზადების, ბიუჯეტირების, ფინანსური შედეგების ანალიზისა და მენეჯმენტისთვის შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავების პროცესში.
ძირითადი მოვალეობები:
- ფინანსური და მენეჯერული ანგარიშგებების მომზადება და ანალიზი;
- ფულადი ნაკადების ანგარიშგების (Cash Flow), მოგება-ზარალის ანგარიშგებისა (Income Statement) და ბალანსის (Balance Sheet) მომზადება და შეფასება;
- ფინანსური მონაცემების შეგროვება, დამუშავება და სიზუსტის კონტროლი;
- ბიუჯეტირების პროცესში მონაწილეობა და ფინანსური პროგნოზების მომზადება;
- ფაქტობრივი ფინანსური შედეგების ბიუჯეტთან შედარება და გადახრების მიზეზების გამოვლენა;
- ფინანსური ტენდენციების შეფასება, რისკებისა და გაუმჯობესების შესაძლებლობების იდენტიფიცირება;
- მენეჯმენტისთვის ანალიტიკური ანგარიშებისა და პრაქტიკული რეკომენდაციების მომზადება;
- ფინანსური ინფორმაციის დროული და ზუსტი მიწოდება შესაბამისი დაინტერესებული მხარეებისთვის.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ფინანსების, ფინანსური მენეჯმენტის ან მონათესავე მიმართულებით;
- ფინანსურ ანალიტიკოსად ან ფინანსურ მენეჯერად მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
- ფინანსური და მენეჯერული ანგარიშგებების მომზადებისა და ანალიზის გამოცდილება;
- ფინანსური ანგარიშგებების - Cash Flow, Income Statement და Balance Sheet ცოდნა;
- MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა, მათ შორის ფორმულებისა და ფუნქციების, PivotTable-ისა და მონაცემთა დამუშავების ინსტრუმენტების გამოყენება;
- სასურველია XLOOKUP ან INDEX/MATCH, SUMIFS და მონაცემთა ვიზუალიზაციის ინსტრუმენტების ცოდნა;
- ბიუჯეტირებისა და ფინანსური პროგნოზირების პრაქტიკული გამოცდილება;
- ფინანსური მონაცემების ანალიზის, ინტერპრეტაციისა და დასკვნების გამოტანის უნარი;
- ინგლისური ენის ცოდნა სამუშაო დონეზე, მათ შორის ფინანსური ტერმინოლოგიისა და პროფესიული დოკუმენტაციის გაგება.
პიროვნული უნარები:
- განვითარებული ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
- დეტალებზე ორიენტირებულობა და მაღალი სიზუსტე;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
- ვადების დაცვისა და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი;
- გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- დამოუკიდებლად მუშაობისა და პრობლემების გადაჭრის უნარი.
რას გთავაზობთ:
- პროფესიული განვითარებისა და ცოდნის გაღრმავების შესაძლებლობას;
- ფინანსური პროცესების გაუმჯობესებასა და გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობის შესაძლებლობას;
- პროფესიულ და თანამშრომლობაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელფოსტაზე - d.gogichaishvili@natakhtari2005.com ხოლო, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ფინანსური ანალიტიკოსი".
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
