ფინანსური ანალიტიკოსი
- სამუშაო გრაფიკი
- 09:00 – 18:00 სთ
სრული აღწერა
"2 ნაბიჯი" ქართული საცალო ვაჭრობის სფეროს გამოკვეთილი ლიდერია. კომპანია მუდმივად ზრდაზეა ორიენტირებული. დღეისათვის "2 ნაბიჯი" მთელი ქვეყნის მასშტაბით 500-ზე მეტი მაღაზიით არის წარმოდგენილი და მომხმარებელს მისგან 2 ნაბიჯში, ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებზე ხელმისაწვდომ ფასებსა და კომფორტულ გარემოს სთავაზობს. 2022 წლიდან ამოქმედდა კომპანიის ონლაინ მაღაზია, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც ვებ ფორმატში, ასევე აპლიკაციის სახით.
"2 ნაბიჯი" ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია შრომის ბაზარზე, ამჟამად კომპანია 5000-მდე თანამშრომელს ითვლის. ჩვენი მიზანია, მივაღწიოთ მაქსიმალურ ეფექტიანობას და გვჯერა, რომ ამ მიზნის მიღწევას მხოლოდ საუკეთესო პროფესიონალების გუნდით მოვახერხებთ.
მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე.
სამუშაო ლოკაცია: ელიზბარ მინდელის ქუჩა #3
სამუშაო საათები: 09:00 – 18:00 სთ
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობებია:
- ყოველდღიური, ყოველკვირეული, ყოველთვიური ანგარიშგების რეპორტების მომზადება, ხელმძღვანელისთვის ან/და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისთვის წარდგენა (ცალკეული მაღაზიების მიხედვით მოგება/ზარალის და სხვა სრული შემოსავლების რეპორტის მომზადება, ანალიზი და წარდგენა);
- კომერციულ დეპარტამენტთან შეთანხმებით მომწოდებლებთან ანგარიშსწორების ფორმის მომზადება და ანგარიშსწორების პირობების ცვლილებების ასახვა;
- იმპორტით შესყიდული საქონლის მომწოდებლებთან ანგარიშსწორებების უზრუნველყოფა;
- ყოველწლიური ბიუჯეტის დაგეგმვის და გადაგეგმვის პროცესში ჩართულობა, მათ შორის კაპიტალური ხარჯების დაგეგმვა, ფაქტიური მონაცემების მოგროვება, სტრუქტურული ერთეულებისგან მიღებული ფორმების დამუშავება;
- კაპიტალური ხარჯების გეგმა-ფაქტის ანალიზი;
- ფინანსური ანგარიშგებების და ანალიზის მეთოდების სრულყოფის მიზნით ინიცირებული ცვლილებებისა და სიახლეების შესრულება (კაპიტალური ხარჯების აღრიცხვისა და დასახელებების იერარქიის სტრუქტურის სრულყოფა და კონტროლი);
- ფინანსური ანგარიშგებების და ანალიზის მეთოდების სრულყოფის მიზნით ინიცირებული ცვლილებებისა და სიახლეების შესრულება;
- თანამშრომელების დაანგარიშებული ხელფასების მონაცემების სიზუსტის კონტროლი;
- საიჯარო ხელშეკრულებების რეესტრის წარმოება, გადასარიცხი იჯარების შემოწმება;
- საჭიროებიდან გამომდინარე სხვადასხვა ტიპის ფინანსურ პროექტებში ჩართულობა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
- ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ფინანსების, ბიზნესის ან ზუსტი მეცნიერებების მიმართულებით;
- სასურველია კაპიტალური ხარჯების კონტროლის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
- MS Excel ცოდნა;
- ინგლისური ენის ცოდნა B1 დონეზე;
თუ დაინტერესდით ამ შესაძლებლობით და გსურთ, განვითარდეთ „2 ნაბიჯის“ გუნდთან ერთად, შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"ორი ნაბიჯი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: ფინანსური ანალიტიკოსი
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად, გთხოვთ, ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება



