ფინანსური ანალიტიკოსი
გამოქვეყნდა 29 ოქტბოლო ვადა: 27 ნოე
- ანაზღაურება
- 2 000–2 500 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- ბენეფიტები
- ჯანმრთელობის დაზღვევა,კორპორატიული მობილური პაკეტი,პარკინგის ადგილის უზრუნველყოფა,ყავა / ხილი / სნექები,კორპორატიული ღონისძიებების აღნიშვნა
სრული აღწერა
შპს „ბ და ნ ინვესტი“ ჰოლდინგური ტიპის კომპანიაა, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა ბიზნესმიმართულებას. კომპანიისთვის მნიშვნელოვანია ფინანსური პროცესების გამართული ფუნქციონირება და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება. კომპანია ეძებს გამოცდილ და კვალიფიციურ ფინანსურ ანალიტიკოსს, რომელიც უზრუნველყოფს ფინანსური მონაცემების სიღრმისეულ ანალიზს, ანგარიშგების მომზადებასა და ფინანსური შედეგების მონიტორინგს, რაც ხელს შეუწყობს კომპანიის ფინანსური ეფექტიანობისა და მართვის პროცესების გაუმჯობესებას.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- კომპანიის ფინანსური ანგარიშგების მომზადება, მათ შორის მოგება-ზარალის, ბალანსისა და ფულადი ნაკადების ანგარიშგებების შედგენა და ანალიზი;
- ბიუჯეტის დაგეგმვასა და შედგენაში მონაწილეობა, ფაქტობრივი შედეგების ბიუჯეტთან შედარება და გადახრების მიზეზების გამოვლენა;
- ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ფინანსური ანგარიშებისა და მენეჯმენტისთვის საჭირო ანალიტიკური ინფორმაციის მომზადება;
- შემოსავლების, ხარჯების, მოგებიანობისა და ფულადი ნაკადების მონიტორინგი და ანალიზი;
- დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების, საბანკო ოპერაციებისა და ანგარიშსწორებების კონტროლი;
- 1C პროგრამაში ფინანსური მონაცემების დამუშავება და შესაბამისი ანგარიშების ფორმირება;
- ფინანსური პროცესებისა და ანგარიშგების სისტემების ოპტიმიზაციაში მონაწილეობა;
- უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის, ბუღალტერიის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
- ფინანსურ სფეროში, მსგავს პოზიციაზე მუშაობის 3-5 წლიანი გამოცდილება;
- 1C პროგრამის მაღალ დონეზე ცოდნა - ფინანსური და ბუღალტრული მონაცემების დამუშავების, ანგარიშების ფორმირების, ინფორმაციის გადამოწმებისა და ანალიზის პრაქტიკული გამოცდილება;
- Microsoft Office-ის პროგრამების, განსაკუთრებით MS Excel-ის, მაღალ დონეზე ცოდნა.
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა, როგორც წერილობით, ისე ზეპირი კომუნიკაციისთვის.
- ACCA-ის პირველი დონის ცოდნა ან შესაბამისი სასწავლო კურსის გავლა ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული უნარ-თვისებები
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ინფორმაციის დამოუკიდებლად დამუშავებისა და პრობლემების გადაჭრის უნარი;
- დროის ეფექტიანად მართვისა და დადგენილ ვადებში მუშაობის უნარი;
- ორგანიზებულობა და სამუშაო პროცესების სწორად დაგეგმვის უნარი;
- გუნდური მუშაობისა და ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი;
- კონფიდენციალური ფინანსური ინფორმაციის დაცვა.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: bandn.invest.hr@gmail.com
ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995577077171
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- გამოცდილების დონე / რგოლი
- საშუალო რგოლი
- დასაქმების ფორმა
- ღია კონტრაქტი
- მივლინებები
- კი(ქვეყანაში)
- სამუშაოს ადგილმდებარეობა
- ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება
- ფიქსირებული 2000 - 2500
- გამოცდილება აუცილებელია
- 3-დან 5 წლამდე
- განათლების დონე(ები)
- ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
- საგანმანათლებლო პროგრამები
- ეკონომიკა, ბიზნესის ადმინისტრირება, ბიზნესის ადმინისტრირება (ინგლისურენოვანი), ბიზნესის ადმინისტრირება (მენეჯმენტი)
- მართვის მოწმობა
- B1
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

