Houzer Group
ფინანსებიფინანსისტი - Outsource
გამოქვეყნდა 15 ოქტბოლო ვადა: 15 ნოე
- ანაზღაურება
- შეთანხმებით
სრული აღწერა
შპს "ჰაუზერ გრუპ" აცხადებს ვაკანსიას ფინანსისტის (Outsource) პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიის შემოსავლებისა და ხარჯების კონტროლი და ანალიზი;
- ბიუჯეტის შედგენა და შესრულების მონიტორინგი;
- ფულადი ნაკადების (Cash Flow) დაგეგმვა და მართვა;
- ფინანსური ანგარიშგებებისა და მენეჯმენტური რეპორტების მომზადება;
- ბინების გაყიდვების, პირველადი შენატანებისა და განვადებების ფინანსური კონტროლი;
- მისაღები და გადასახდელი თანხების მონიტორინგი;
- ფინანსური პროგნოზებისა და ფინანსური მოდელების მომზადება;
- ფინანსური რისკების იდენტიფიცირება და მათი შემცირების რეკომენდაციების შემუშავება;
- კომპანიის ხელმძღვანელობისთვის ფინანსური ანალიზისა და რეკომენდაციების მიწოდება;
- ბუღალტერიასთან და გაყიდვების გუნდთან კოორდინირებული მუშაობა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ფინანსების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
- ბიუჯეტირების, ფინანსური ანალიზისა და Cash Flow-ის მართვის ცოდნა;
- Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
- ფინანსური მოდელირებისა და მენეჯმენტური ანგარიშგების გამოცდილება;
- დეველოპერულ ან სამშენებლო სექტორში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
თანამშრომლობის პირობები:
- აუთსორს მომსახურება ხელშეკრულების საფუძველზე;
- ანაზღაურება შეთანხმებით, მომსახურების პაკეტისა და გამოცდილების შესაბამისად;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: info@houzer.ge
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
