ფილიალის უფროსი მენეჯერი
გამოქვეყნდა 22 სექბოლო ვადა: 22 ოქტ · იწურება
- ანაზღაურება
- 1 500 ₾
სრული აღწერა
სამუშაო განაკვეთი: სრული
"Game Zone" აცხადებს ვაკანსიას ფილიალის უფროსი მენეჯერის პოზიციაზე .
კომპანია Game Zone 2010 წლიდან ქმნის გეიმინგ გამოცდილებას საქართველოში — ფიზიკური მაღაზიების, ონლაინ და B2B არხების მეშვეობით მომხმარებელს სთავაზობს კონსოლებს, თამაშებს, გეიმინგ ტექნიკასა და აქსესუარებს. კომპანია არის Sony PlayStation-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოში.
ანაზღაურება:
- ფიქსირებული ხელფასი — 1, 500 ₾; (NET)
- ფილიალის გეგმის შესრულების ბონუსი — 500₾ + დამატებითი მზარდი ბონუსი ზედა ზღვრის გარეშე.
სამუშაო ტიპი: სრული განაკვეთი
რას მართავ?
- ფილიალის გაყიდვების გეგმის შესრულების უზრუნველყოფა;
- ყოველდღიური, კვირეული და ყოველთვიური გაყიდვების მაჩვენებლების მონიტორინგი;
- სალარო და სააღრიცხვო პროცესების წარმოება — სასაწყობე პროგრამაში რეალიზაციების გატარება, ახალი კონტრაგენტების რეგისტრაცია, სალარო ოპერაციების შესრულება და შესაბამისი დოკუმენტაციის სისწორის უზრუნველყოფა.
გუნდის მართვა და განვითარება:
- ექსპერტ-კონსულტანტებისა და უმცროსი ფილიალის მენეჯერის სამუშაო პროცესის მართვა;
- თანამშრომლებისთვის დავალებების განაწილება და შესრულების ხარისხის კონტროლი;
- სამუშაო გრაფიკების შედგენა და ცვლებში რესურსების ეფექტიანად გადანაწილება;
- თანამშრომელთა სამუშაო დისციპლინისა და სამუშაო ადგილზე დროულად გამოცხადების კონტროლი;
- ახალი თანამშრომლების ადაპტაციისა და სწავლების მხარდაჭერა;
- გუნდთან რეგულარული მოკლე შეხვედრების, პროდუქტის ტრენინგებისა და შედეგების განხილვის ჩატარება;
- თანამშრომლებისთვის დროული და კონკრეტული უკუკავშირის მიცემა;
- გუნდური, პასუხისმგებლიანი და შედეგზე ორიენტირებული სამუშაო გარემოს შექმნა.
ფილიალის საოპერაციო მართვა:
- სალარო ოპერაციების, ფულადი დისციპლინისა და შესაბამისი დოკუმენტაციის სისწორის უზრუნველყოფა;
- პროდუქციის მიღების, გადაადგილებისა და სავაჭრო დარბაზში განთავსების პროცესის მართვა;
- პროდუქციის ასორტიმენტისა და მარაგების უწყვეტობის კონტროლი;
- ფილიალის მომარაგების საჭიროებების შესაბამის გუნდთან კომუნიკაცია;
- ფასმაჩვენებლების სისწორისა და ფასის ცვლილებების დროულად ასახვის უზრუნველყოფა;
მომხმარებლის გამოცდილება:
- მომხმარებლისთვის პროდუქციის, მომსახურების, საგარანტიო პირობებისა და მიმდინარე შეთავაზებების შესახებ სწორი ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა;
- რთული შემთხვევების, პრეტენზიებისა და პრობლემური სიტუაციების პროფესიულად მართვა;
- საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლისთვის უშუალო კონსულტაციის გაწევა;
მარკეტინგი და ფილიალის კონტენტი:
- ციფრული მარკეტინგის გუნდთან აქტიური თანამშრომლობა;
- საკუთარი ფილიალის ვიდეოკონტენტის იდეების დაგეგმვასა და შექმნაში მონაწილეობა;
რატომ Game Zone?
- ყოველდღიური შეხება გექნება მსოფლიო გეიმინგ ინდუსტრიის ახალ პროდუქტებსა და ტენდენციებთან;
- შენს ხელში გაივლის ახალი თამაშები, კონსოლები, გეიმინგ მოწყობილობები და აქსესუარები;
- იმუშავებ მომხმარებლებთან და გუნდთან, რომლებსაც გეიმინგი რეალურად აინტერესებთ;
- მართავ არა ზოგად ტექნიკის მაღაზიას, არამედ სპეციალიზებულ გეიმინგ სივრცეს;
- თანამშრომლობ ციფრული მარკეტინგის გუნდთან და მიიღებ ვიდეოკონტენტის შექმნის პრაქტიკულ გამოცდილებას;
- გექნება შესაძლებლობა, შენი იდეები ფილიალის რეალურ აქტივობებად აქციო;
- განივითარებ საცალო გაყიდვების, გუნდის მართვის, ანალიტიკისა და ოპერაციული მენეჯმენტის უნარებს;
- მიიღებ შედეგზე დამოკიდებულ მზარდ ბონუსს ზედა ზღვრის გარეშე.
აუცილებელი მოთხოვნა: აუცილებელია გუნდის უშუალო მართვის გამოცდილება და გუნდის საერთო შედეგებზე პასუხისმგებლობა.
უპირატესობად ჩაითვლება:
- ტექნიკის, ელექტრონიკის ან გეიმინგ პროდუქციის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
- სააღრიცხვო ან სასაწყობე პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
- ინგლისური ან რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
- ბიზნესის ადმინისტრირების ან მონათესავე მიმართულებით უმაღლესი განათლება;
- სოციალური მედიის, ვიდეოკონტენტისა და გეიმინგ კულტურის მიმართ ინტერესი.
ფილიალის უფროსი მენეჯერის პოზიცია შენთვისაა, თუ:
- დამოუკიდებლად გიმართავს მაღაზია, ფილიალი, ობიექტი ან გაყიდვების გუნდი;
- პირადად ყოფილხარ პასუხისმგებელი გაყიდვების გეგმის შესრულებაზე;
- გიმუშავია გუნდის მიზნების განსაზღვრაზე, შედეგების შეფასებასა და თანამშრომლების განვითარებაზე;
- შეგიდგენია სამუშაო გრაფიკები და გიკონტროლებია სამუშაო დისციპლინა;
- გიმართავს მარაგები, ინვენტარიზაცია, სალარო და სხვა საოპერაციო პროცესები;
- შეგიძლია გაყიდვების შედეგების ანალიზი და პრობლემის მიზეზებზე დაყრდნობით სამოქმედო გეგმის შემუშავება;
- მზად ხარ დამოუკიდებლად მიიღო გადაწყვეტილებები და აიღო პასუხისმგებლობა მთელი ფილიალის შედეგზე.
- შეგიძლია კომუნიკაცია ინგლისურ ენაზე.
- გაქვს გეიმინგისა და ტექნოლოგიების მიმართ ინტერესი და ახალი პროდუქციის სწრაფად შესწავლის სურვილი.
- მზად ხარ ჩაერთო მარკეტინგულ აქტივობებსა და ვიდეოკონტენტის შექმნაში.
- არ არის აუცილებელი პირველივე დღიდან ყველა თამაშისა და კონსოლის ტექნიკური დეტალის ცოდნა. მთავარია გეიმინგისა და ტექნოლოგიების მიმართ რეალური ინტერესი, მართვის გამოცდილება და ახალი ინფორმაციის სწრაფად ათვისების უნარი.
სამუშაო ლოკაციები:
- სითი მოლი საბურთალო — პეტრე ქავთარაძის №1;
- ჰოუმ მარტი ვაკე — ილია ჭავჭავაძის №37ლ;
- გალერია თბილისი — შოთა რუსთაველის გამზირი №2/4.
წარმატებას გისურვებთ!
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"Game Zone" აცხადებს ვაკანსიას ფილიალის უფროსი მენეჯერის პოზიციაზე.
დამატებითი ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გამოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ ბმულს განაცხადის შევსება
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- ანაზღაურების პირობები
- ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი — 1, 500 ₾; (NET) ფიქსირებული ხელფასი — 1, 500 ₾; (NET)
- ანაზღაურების პირობები
- ფიქსირებული ხელფასი — 1, 500 ₾; (NET) · ფიქსირებული 1, 500 ₾; (NET)
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

