ფილიალის მენეჯერი
- ანაზღაურება
- 1 500–2 500+ ₾
- ბენეფიტები
- ანაზღაურებას თვეში ორჯერ დარიცხვით: 1500-2500 ლარს + ბონუსს · 5 დღიან სამუშაო კვირას, 2 დღე დასვენება, 09:00 – 18:00 · ჯანმრთელობის დაზღვევას 100%-იანი დაფინანსებით
სრული აღწერა
სს „ნიკორა ტრეიდი“ - საქართველოს საცალო ვაჭრობის ერთ-ერთი უმსხვილესი და ყველაზე სწრაფად მზარდი კომპანიაა. ჩვენ პირველებმა დავამკვიდრეთ სუპერმარკეტების ქსელის კულტურა საქართველოში და საფუძველი ჩავუყარეთ ქვეყნის რითეილ სექტორის განვითარებას.
წარმატების ისტორია 2000 წელს დაიწყო და დღეს ვაერთიანებთ ორი ბრენდის -„ნიკორა სუპერმარკეტის“ და „ლიბრეს“ 650-ზე მეტ სავაჭრო ფილიალს მთელი საქართველოს მასშტაბით. მომხმარებლების ყოველდღიურ ცხოვრებაში ვქმნით ხარისხზე, ხელმისაწვდომობასა და კომფორტზე დაფუძნებულ გამოცდილებას. მუდმივი ზრდა და ინოვაციები გვაძლევს საშუალებას, დავრჩეთ ლიდერ პოზიციაზე და განვავითაროთ თანამედროვე სავაჭრო სტანდარტები საქართველოს მასშტაბით.
სს „ნიკორა ტრეიდი“ დღეს 8500-ზე მეტ ადამიანს აერთიანებს, რაც კომპანიას საქართველოს ერთ-ერთ უმსხვილეს დამსაქმებლად აქცევს. ჩვენ გვჯერა, რომ წარმატებას ქმნიან ადამიანები და სწორედ ამიტომ, ჩვენთვის თითოეული თანამშრომელი კომპანიის ყველაზე დიდი ღირებულებაა.
შემოგვიერთდი „ნიკორა ტრეიდში“ - კომპანიაში, სადაც პატივისცემა, პასუხისმგებლობა, მომხმარებელზე ორიენტაცია, სტაბილურობა და გაუმჯობესებისკენ სწრაფვა ერთიანდება საერთო მიზნის მისაღწევად - გავაგრძელოთ პირველობის ისტორია.
სს "ნიკორა ტრეიდი" აცხადებს ვაკანსიას ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე ქ. თბილისში
ჩვენ გთავაზობთ:
- ანაზღაურებას თვეში ორჯერ დარიცხვით: 1500-2500 ლარს + ბონუსს
- 5 დღიან სამუშაო კვირას, 2 დღე დასვენება, 09:00 – 18:00
- ჯანმრთელობის დაზღვევას 100%-იანი დაფინანსებით
- საზოგადოებრივი ტრანსპორტის 1 წლიან სამგზავრო ბარათს 100%-იანი დაფინანსებით
- ანაზღაურებად სტაჟირებას
- ტრენინგებისა და სწავლების შესაძლებლობას
- დასაქმების მარტივ პროცედურას
- კარიერული წინსვლისა და რეალური დაწინაურების შესაძლებლობას უმოკლეს დროში
- მდიდარ კორპორატიულ კულტურასა და მეგობრულ სამუშაო გარემოს
ფუნქცია-მოვალეობები:
- სავაჭრო ობიექტზე მიმდინარე საოპერაციო და სავაჭრო პროცესების მართვა/ მონიტორინგი
- სავაჭრო ობიექტის თანამშრომელთა გუნდის მართვა
- პროდუქციის რეალიზაციის ზრდაზე მუდმივი ზრუნვა
- პროდუქციის მიღებისა და დასაწყობების პროცესის მონიტორინგი
- სავაჭრო ობიექტზე წარმოდგენილი პროდუქციის მარაგების მართვა
- სავაჭრო ობიექტზე დაგეგმილი აქციების საორგანიზაციო საქმის წარმოება და პროცესის მართვა
- სავაჭრო ობიექტზე პროდუქციის გეგმური აღწერის წარმოება და მასთან დაკავშირებული სამუშაოების სწორად შესრულების მონიტორინგი
- სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების კონტროლი სავაჭრო ობიექტზე
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სავაჭრო მიმართულებით, ფილიალის მენეჯერის ან ადმინისტრატორის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
სს „ნიკორა ტრეიდი“ ხელმძღვანელობს თანასწორი შესაძლებლობების, მრავალფეროვნებისა და ინკლუზიურობის პრინციპებით და ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო ეტაპზე, ასევე შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში და უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისა თუ თანამშრომლისთვის
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"Nikora Trade" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - ფილიალის მენეჯერი, ქალაქში - თბილისი.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

