ფილიალის მენეჯერი
- მისამართი
- ქ. ქუთაისი, ნიკეას ქ. N11ა
სრული აღწერა
კომპანია "ამბოლი" დაარსდა 2004 წელს და საქმიანობის პირველივე წლებში ჩამოყალიბდა საქართველოში საავტომობილო პროდუქტების ბაზრის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიად. საკუთარ თანამშრომლებსა და მომხმარებლებზე ზრუნვა კომპანიის უმთავრესი და უმაღლესი პრიორიტეტია. ამ ეტაპზე კომპანია ამბოლი წარმოდგენლია 30 ფილიალით საქართველოს რამდენიმე ქალაქში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, გორი, თელავი, ზუგდიდი, ბათუმი, ახალციხე, ფოთი და მარნეული.
დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ:
www.amboli.ge www.facebook.com/amboli.ge
„ამბოლი“ აცხადებს ვაკანსიას ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. ქუთაისი, ნიკეას ქ. N11ა
სამუშაო გარფიკი: 10:00 – 19:00.
ძირითადი მოვალეობები:
- გაყიდვების გეგმის შედგენაში მონაწილეობის მიღება, გაყიდვების თანამშრომლებისთვის გაყიდვების გეგმის დასახვა და შესრულების მონიტორინგი;
- გაყიდვებთან დაკავშირებული რეპორტების მომზადება;
- ფილიალში მიმდინარე პროცესების მართვა, გამართული სამუშაო პროცესის ორგანიზება და მონიტორინგი;
- კომპანიაში არსებული მომსახურების სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა;
- მარაგების კონტროლი და შეკვეთების უზრუნველყოფა;
- სალარო ოპერაციების გამართულად წარმოების უზრუნველყოფა;
- დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა და სამუშაოს შესრულების ხარისხის კონტროლი.
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- გაყიდვების ან/და მომსახურების სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- ავტოსფეროში მუშაობის გამოცდილება;
- მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა;
- სასურველია უცხო ენების ცოდნა.
აუცილებელი უნარები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული;
- დროის მართვის უნარი;
- გუნდის მართვის უნარი;
- სამუშაოს დაგეგმვისა და გადანაწილების უნარი;
- ანალიტიკური აზროვნება.
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
ამბოლი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - ფილიალის მენეჯერი ქუთაისში.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

