ფილიალის მენეჯერი
- ანაზღაურება
- 2 500–3 500 ₾
- მისამართი
- თბილისი, ვარკეთილი
- სამუშაო გრაფიკი
- სრული განაკვეთი, კვირაში 5 სამუშაო დღე და 2 დასვენების დღე
სრული აღწერა
ვეძებთ პასუხისმგებლიან, ორგანიზებულ და შედეგზე ორიენტირებულ ფილიალის მენეჯერს, რომელიც უხელმძღვანელებს სწრაფი კვების ობიექტის ყოველდღიურ საქმიანობას, მართავს გუნდს და უზრუნველყოფს მომსახურების მაღალი სტანდარტის შენარჩუნებას.
სამუშაო პირობები:
- ლოკაცია: თბილისი, ვარკეთილი;
- სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, კვირაში 5 სამუშაო დღე და 2 დასვენების დღე;
- ანაზღაურება: 2, 500-3, 500 ლარი (გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით).
ძირითადი მოვალეობები:
- ფილიალის ყოველდღიური ოპერაციების მართვა და სამუშაო პროცესების შეუფერხებელი ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
- თანამშრომელთა გუნდის მართვა, სამუშაო გრაფიკების შედგენა, დავალებების განაწილება და შესრულების კონტროლი;
- მომსახურებისა და პროდუქციის ხარისხის კონტროლი, კომპანიის სტანდარტებისა და ჰიგიენური ნორმების დაცვა;
- მარაგების, პროდუქციის ნაშთებისა და შეკვეთების კონტროლი, დანაკარგების მინიმიზაცია;
- გაყიდვების მაჩვენებლების მონიტორინგი, შედეგების ანალიზი და ფილიალის ეფექტურობის გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
- მომხმარებელთა კმაყოფილების უზრუნველყოფა და საჭიროების შემთხვევაში პრეტენზიებისა და პრობლემური შემთხვევების მართვა;
- ფილიალის ფინანსური მაჩვენებლების, სალარო ოპერაციებისა და ყოველდღიური ანგარიშგების კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- HoReCa სექტორში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება ანალოგიურ/მსგავს პოზიციებზე (სწრაფი კვების ობიექტის, რესტორნის ან კვების ობიექტის მართვის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად).
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გაგვიზიაროთ რეზიუმე ელ. ფოსტაზე: Kotorashvili1021@gmail.com
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს.
თქვენი რეზიუმეს გამოგზავნით, ეთანხმებით რომ გაეცანით აღნიშნულ პირობებს და თანხმობას აცხადებთ, რომ 1 წლის განმავლობაში შევინახავთ და დავამუშავებთ თქვენს მიერ გაზიარებულ ინფორმაციას ჩვენს ორგანიზაციაში დასაქმების მიზნით.
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება



