ფილიალის მენეჯერი
გამოქვეყნდა 29 ოქტბოლო ვადა: 29 ნოე
- ანაზღაურება
- 1 000–1 500 ₾
- მისამართი
- ბათუმი (გრანდ მოლი)
- სამუშაო გრაფიკი
- კვირაში 5 დღე
- ბენეფიტები
- სტაბილურ მეგობრულ და სასიამოვნო სამუშაო გარემოს · კონკურენტულ ანაზღაურებას · ჯანმრთელობის დაზღვევას
სრული აღწერა
ბლუტაბლა ქმნის სახლის აქესესუარებს, რომელთა დიზაინიც შთაგონებულია ქართული კულტურით. თითოეული ინარჩუნებს მთავარ იდეას - ქართული სახასიათო დიზაინის შექმნასა და მათ ყოველდღიურობაში დამკვიდრებას.
ბლუტაბლა აცხადებს ვაკანსიას ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე ბათუმში.
ჩვენ გთავაზობთ:
- სტაბილურ მეგობრულ და სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
- კონკურენტულ ანაზღაურებას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- ფიტპასის მომსახურებას;
- ფასდაკლებას ბლუტაბლას პროდუქციაზე;
- პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას.
სამუშაო პირობები:
- ანაზღაურება: 1000-1500 ლარი
- სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე
- სამუშაო ადგილი: ბათუმი (გრანდ მოლი)
მოთხოვნები:
- მომსახურების/ვაჭრობის სფეროში მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- გუნდის ეფექტურად მართვის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
- ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა, უცხო ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;
- საბუღალტრო პროგრამა ბალანსში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
მოვალეობები:
- მომსახურების ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
- გაყიდვების ზრდა;
- ფილიალის თანამშრომლების ტრენინგი და მართვა;
- მომხმარებლებთან ურთიერთობა;
- ვიზუალური მერჩენდაიზინგი (პროდუქციის ფილიალში განთავსება);
- მარაგების კონტროლი;
- საბუღალტრო პროგრამაში ოპერაციების შესრულება;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნეთ CV მეილზე career@bluetabla.ge და გამოგზავნისას გთხოვთ სათაურში მიუთითოთ "ფილიალის მენეჯერი-ბათუმი".
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

