ფილიალის მენეჯერი
გამოქვეყნდა 23 სექბოლო ვადა: 23 ოქტ
- ანაზღაურება
- 1 300+ ₾
- მისამართი
- 7 ცოტნე დადიანის ქუჩა, თბილისი
- ბენეფიტები
- ანაზღაურებას თვეში ორჯერ დარიცხვით: 1300 ლარი + ბონუსი · 30% ფასდაკლებას კვებაზე · სამუშაო გრაფიკს 09:00 - 18:00 საათი, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, შაბათს 09:00 - 14:00 საათი
სრული აღწერა
ჰოთ-დოგ რუმი სწრაფი კვების ბრენდია, რომელიც კლასიკური თუ ექსპერიმენტული რეცეპტებით დამზადებული ჰოთ-დოგების მრავალფეროვან არჩევანს გთავაზობთ. კომპანია ბაზარზე 2019 წელს გამოჩნდა და მომხმარებლებში დიდი პოპულარობით სარგებლობს.
წლებთან ერთად გაფართოვდა არჩევანიც და გამორჩეული გემოს მქონე ჰოთ-დოგებთან ერთად, დღეს კომპანია უფრო მრავალფეროვანი მენიუს გთავაზობთ. ბრენდი ემსახურება მიზანს, სწრაფი, გემრიელი და ხარისხიანი კვება ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადოს.
„ჰოთ-დოგ რუმი“ აცხადებს ვაკანსიას მენეჯერის პოზიციაზე ქ. თბილისში.
ჩვენ გთავაზობთ:
- ანაზღაურებას თვეში ორჯერ დარიცხვით: 1300 ლარი + ბონუსი;
- 30% ფასდაკლებას კვებაზე;
- სამუშაო გრაფიკს 09:00 - 18:00 საათი, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, შაბათს 09:00 - 14:00 საათი;
- ანაზღაურებად სტაჟირებას;
- დასაქმების მარტივ პროცედურას;
- მდიდარ კორპორატიულ კულტურასა და მეგობრულ სამუშაო გარემოს.
ფუნქცია-მოვალეობები:
- შეკვეთების განხორციელება და პროდუქციის მოძრაობის პროგრამული ასახვა;
- გუნდის მართვა, თანამშრომლებისთვის საქმის გადანაწილება და შესრულების ხარისხის მონიტორინგი;
- პროდუქციის განლაგებისა და ვადების კონტროლი;
- აღწერის პროცესში უშუალო ჩართულობა;
- ფილიალში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის მონიტორინგი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სწრაფი კვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული თვისებები და უნარები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- გუნდის მართვისა და საქმის დელეგირების უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
ჰოთ დოგ რუმი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - "ჰოთ-დოგ რუმის" ფილიალის მენეჯერი,
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს:
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- ხელფასი
- 1300 ₾ + ბონუსი
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

