ფილიალის მენეჯერი
გამოქვეყნდა 25 სექბოლო ვადა: 25 ოქტ
- ანაზღაურება
- 1 800+ ₾
- მისამართი
- ქ. თბილისი
სრული აღწერა
"Craft Food" ჰოლდინგი აცხადებს ვაკანსიას ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე, ქ. თბილისში.
"Craft Food" - სწრაფი კვების ობიექტი, 2022 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და მოიცავს 6 ფილიალს თბილისის მასშტაბით.
"Craft Food" მომხმარებელს, 2022 წლიდან, თავისი სარესტორნე ქსელის მეშვეობით, ჯანსაღად წარმოებულ ყველა სწრაფი კვების პროდუქტს ერთ სივრცეში სთავაზობს, ესენია: "კრაფტ ჰოთ-დოგი", "კრაფტ შაურმა", "კრაფტ ბურგერი", "კრაფტ პიცა" და სხვა.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო დრო: კვირაში 5 დღე.
- სამუშაო განაკვეთი: პირველი სმენა - 10:00-19:00 სთ, მეორე სმენა - 18:00-03:00 სთ (კვირაში 5-დან 2 დღე მენეჯერი მუშაობს ღამის სმენაში).
- ანაზღაურება: 1800 ლარი + ბონუსი.
- ბენეფიტი: დაზღვევა კომპანიის დაფინანსებით, ღამის საათებში ტრანსპორტირება.
- ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი.
ძირითადი მოვალეობები:
- ობიექტის ყოველდღიური სამუშაო პროცესის დაგეგმვა, მონიტორინგი.
- მომსახურებისა და ხარისხის კონტროლი.
- გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა.
- მუდმივი კომუნიკაცია მომხმარებლებთან და მიღებული შეფასებების განხილვა გუნდის წევრებთან.
- სანიტარულ, ჰიგიენური ნორმების, უსაფრთხოების წესების, შრომის დისციპლინის ნორმების დაცვის მონიტორინგი.
- პროდუქციისა და მარაგების მონიტორინგი, შეკვეთების გაკეთება/მიღება, სალაროს სიზუსტის უზრუნველყოფა.
- Self-Hr-ის პროგრამაში, გუნდის წევრების გრაფიკების შედგენა, (შვებულება, მივლინება, საავადმყოფო ფურცელი) პროგრამაში ასახვა.
- დაქვემდებარებულების მოტივაციისა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა.
- სხვადასხვა სახის რეპორტების წარმოება, კომპეტენციის ფარგლებში.
მოთხოვნები:
- კვების სფეროში მუშაობის გამოცდილება
- პრობლემური სიტუაციების მართვის უნარი
- სამუშაო პროცესის ორგანიზებისა და მართვის უნარი
- საოფისე პროგრამების (Excel, Word, PPT) მაღალ დონეზე ფლობა
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
- ორგანიზებულობა
- პასუხისმგებლიანობა
- პუნქტუალურობა
- დეტალებზე ორიენტირებულობა
განცხადების მიღების ბოლო ვადაა - 2026 წლის 10 ოქტომბერი
რეზიუმეს გამოგზავნა შესაძლებელია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@craftfood.ge. "subject" ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "ფილიალის მენეჯერი".
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
