ფეხბურთის მწვრთნელი
გამოქვეყნდა 29 ოქტბოლო ვადა: 29 ნოე
- ანაზღაურება
- 500 ₾
- მისამართი
- თბილისი (ვარკეთილი)
სრული აღწერა
საფეხბურთო და მოტორული განვითარების სკოლა "ბურთბუშელა" თბილისში და რუსთავში ეძებს ენერგიულ, მოტივირებულ და ბავშვებთან მუშაობაზე ორიენტირებულ ფეხბურთის მწვრთნელს.
ჩვენი მისიაა, 2-7 წლის ბავშვებში სპორტის სიყვარული, სწორი მოტორული განვითარება და გუნდური ღირებულებების ჩამოყალიბება თამაშის ფორმატში.
ჩვენთან ბავშვები:
- ავითარებენ კოორდინაციას, ბალანსს და ზოგად მოტორიკას
- ეცნობიან ფეხბურთის საწყის ტექნიკურ ელემენტებს
- სწავლობენ გუნდურობას, დისციპლინას და პასუხისმგებლობას
თუ ხარ:
- კომუნიკაბელური და პოზიტიური
- ენერგიული და სპორტზე ორიენტირებული
- გიყვარს ბავშვებთან მუშაობა
- პასუხისმგებლობიანი და დისციპლინირებული
მაშინ ეს შესაძლებლობა შენთვისაა
ხელფასი: გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ 500 ლარი
- გამოცდილება სავალდებულო არ არის — ადგილზე გადამზადებას უზრუნველყოფს UEFA-ს ლიცენზირებული მწვრთნელი
- პროფესიული და კარიერული განვითარების რეალური პერსპექტივა
- მეგობრული, სტრუქტურირებული და ჯანსაღი სამუშაო გარემო
ლოკაცია: თბილისი (ვარკეთილი)
დაინტერესების შემთხვევაში მოგვწერეთ ელ-ფოსტაზე burtbushela@gmail.com
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
