ფეხბურთის კლუბის მასწავლებელი
გამოქვეყნდა 23 სექბოლო ვადა: 23 ოქტ
- მისამართი
- თბილისი, ლევან მიქელაძის ქ. N4
- სამუშაო გრაფიკი
- 4 საათი კვირაში
სრული აღწერა
"თანამედროვე განათლების აკადემია" აცხადებს ვაკანსიას ფეხბურთის კლუბის მასწავლებლის პოზიციაზე.
მისამართი: თბილისი, ლევან მიქელაძის ქ. N4
სამუშაო გრაფიკი: 4 საათი კვირაში.
კლუბის მიზნები:
- მოსწავლეებში ფიზიკური აქტივობისა და ჯანსაღი ცხოვრების წესისადმი ინტერესის გაღვივება;
- ფეხბურთის საბაზისო უნარების განვითარება;
- გუნდური მუშაობის, თანამშრომლობისა და პასუხისმგებლობის უნარების განვითარება;
- სპორტული ეთიკის, სამართლიანი თამაშისა და ერთმანეთის პატივისცემის კულტურის ხელშეწყობა.
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი ან სპეციალური განათლება პროფილის მიხედვით;
- დაწყებითი კლასის მოსწავლეებთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია სკოლის სივრცეში);
- მოსწავლეებთან თბილი და მზრუნველი ურთიერთობის დამყარება;
- პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნა და მოსწავლეებისთვის მოტივაციის ამაღლება.
საჭირო კომპეტენციები:
- მოტივირებული;
- განვითარებაზე ორიენტირებული.
კონკურსის ეტაპები:
- საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით მიღებული განაცხადების გადარჩევა;
- გასაუბრება.
- მესამე ეტაპზე გასული კანდიდატები ჩაატარებენ კლუბის საცდელ შეხვედრას.
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გადმოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: info@cea.ge სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "ფეხბურთის კლუბის მასწავლებელი".
თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას, შერჩევის პროცესში, დაწესებულების მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
