ფასწარმოქმნის მენეჯერი
სრული აღწერა
ჩვენ უწყვეტი ენერგიის, პროგრესის, შესაძლებლობებისა და სასიკეთო გარდამტეხი ცვლილებების ძრავა ვართ. 30 წელია, ვზრუნავთ ავტოსფეროს განვითარებაზე და მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ. ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელი არაფერია. თეგეტაში ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ.
ამჯერად, "თეგეტა ჰოლდინგის" გუნდში ფასწარმოქმნის მენეჯერის პოზიცია გვაქვს ვაკანტური.
თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია:
- საავტომობილო პროდუქტებზე ფასების რეგულარული მონიტორინგი და კვლევა;
- კონკურენტული გარემოსა და მომხმარებლის ქცევის ცვლილებების ანალიზი;
- პროდუქციის კატეგორიებისა და ბაზრის სპეციფიკის გათვალისწინებით ფასების ფორმირების, ცვლილებისა და ოპტიმიზაციის პროცესის მართვა;
- ფასების დადგენისა და ცვლილების შესახებ არგუმენტირებული რეკომენდაციების მომზადება;
- პროდუქციის მარჟინალობისა და მომგებიანობის მუდმივი მონიტორინგი, გადახრებისა და გაუმჯობესების შესაძლებლობების გამოვლენა;
- მარკეტინგული კამპანიების დაწყებამდე ფასისა და მოსალოდნელი შედეგების ანალიზი, ხოლო დასრულების შემდეგ რეალური შედეგების შეფასება;
- ფასების ისტორიის, ცვლილებებისა და მათი გავლენის ანალიზი კონკრეტულ პროდუქტებსა და კატეგორიებზე;
თუ სხვებისგან გამოგარჩევს:
- ფასების, მარჟისა და კონკურენტული გარემოს სიღრმისეული ანალიზის უნარი;
- Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
- დიდ მონაცემებთან მუშაობის, დასკვნებისა და სტრატეგიული რეკომენდაციების მომზადების უნარი;
- საავტომობილო მიმართულებით სამუშაო გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);
თუ ჩვენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებ:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
მაშინ, ჩვენ შენ გეძებთ.
თეგეტაში დაგხვდება:
- პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო;
- პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
- სამედიცინო დაზღვევა;
- სხვადასხვა ტიპის კორპორაციული შეთავაზებები და ფასდაკლებები;
- მრავალფეროვანი ტრენინგები და სასწავლო პროგრამები.
თეგეტა ჰოლდინგში, თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია.
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"თეგეტა მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - ფასწარმოქმნის მენეჯერი
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად, გთხოვთ, ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

