ფარმაცევტი
- ქალაქი
- თბილისი
სრული აღწერა
ფარმადეპო, როგორც სანდო აფთიაქი, მომხმარებლებს სთავაზობს ფარმაცევტული პროდუქტების ფართო ასორტიმენტს და კოსმეტიკისა და თავის მოვლის საშუალებებს. ფარმადეპო ორიენტირებულია მომხმარებლებზე და მათთან გრძელვადიან ურთიერთობაზე.
ქსელი ბაზარზე მყარადაა პოზიციონირებული და 300-ზე მეტი აფთიაქითაა წარმოდგენილი.
ფარმადეპო მუდმივად ზრუნავს თავის თანამშრომლებზე ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნით, გუნდური აქტივობებით და აღიარების პროგრამებით.
სამუშაო განაკვეთი: ცვლები/გრაფიკები
სახელფასო დიაპაზონი: 700-900 ფიქსირებული + რეალიზაციაზე მიბმული ბონუსი
გადმოსვლის ერთჯერადი ბონუსი: 1000 ლარი
ჩვენს თანამშრომელს ვთავაზობთ:
- ჯანმრთელობასა და თავის მოვლასთან დაკავშირებულ ბენეფიტებს;
- ჯანმრთელობის დაზღვევის სრულ პაკეტს;
- საზოგადოებრივი ტრანსპორტის თანადაფინანსებას;
- Fitpass;
- მხარდაჭერას სწავლასა და განვითარებაში;
- პროფესიულ ზრდასა და კარიერულ განვითარებას;
- მეგობრულ და მხარდამჭერ გუნდსა და სამუშაო გარემოს.
ჩვენ ვეძებთ თანამშრომელს:
- რომელსაც აქვს უმაღლესი ან არასრული სამედიცინო/ფარმაცევტული განათლება;
- აქვს აფთიაქში მუშაობის გამოცდილება;
- ფლობს კომპიუტერულ პროგრამებს;
- არის გულისხმიერი და ყურადღებიანი;
- კარგად შეუძლია მომხმარებელთან კომუნიკაცია.
რა იქნება ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები?!
- მომხმარებლის საჭიროების დადგენა, მომსახურების გაწევა და შესაბამისი სააფთიაქო ასორტიმენტის შეთავაზება/კონსულტირება;
- დღის განმავლობაში რეალიზაცით მიღებული თანხის მითვლა/აღრიცხვა;
- აფთიაქში არსებული პროდუქციის აღწერაში მონაწილეობის მიღება;
- პროდუქციისა და დარბაზის სივრცის მერჩენდაიზინგის სტანდარტის შესაბამისად განლაგება და კონტროლი.
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"ფარმადეპო" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: ფარმაცევტი
ქალაქი: თბილისი
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად, გთხოვთ, ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

