ლურჯი ჯვარი
სამედიცინოფარმაცევტი/ფარმაცევტის თანაშემწე
გამოქვეყნდა 13 ოქტბოლო ვადა: 13 ნოე
- ქალაქი
- დაბა წაღვერი
- სამუშაო გრაფიკი
- 5-დღიანი სამუშაო კვირა (2 დასვენების დღე)
სრული აღწერა
სააფთიაქო ქსელი "ლურჯი ჯვარი" აცხადებს ვაკანსიას ფარმაცევტის/ფარმაცევტის თანაშემწის პოზიციაზე ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა წაღვერში.
თუ გაქვთ შესაბამისი განათლება, გსურთ პროფესიული ზრდა სტაბილურ გარემოში და გიყვართ მომხმარებელზე ზრუნვა, სიამოვნებით მიგიღებთ ჩვენს გუნდში!
ძირითადი მოვალეობები:
- მომხმარებლისთვის ფარმაცევტული პროდუქტების, მედიკამენტების, სამკურნალო კოსმეტიკისა და მოვლის საშუალებების პროფესიონალური შერჩევა და კონსულტაციის გაწევა;
- ექიმის დანიშნულების (რეცეპტის) სიზუსტის შემოწმება და მედიკამენტების გაცემა მოქმედი კანონმდებლობისა და წესების დაცვით;
- მომხმარებლისთვის წამლის მიღების წესების, დოზირებისა და შესაძლო გვერდითი ეფექტების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
- აფთიაქში პროდუქციის მიღება, დასაწყობება და თაროებზე განთავსება სტანდარტების შესაბამისად;
- ფარმაცევტული წესებისა და წესრიგის დაცვა სააფთიაქო სივრცეში.
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი ან პროფესიული განათლება ფარმაციის მიმართულებით (განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც);
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- კომუნიკაბელურობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი.
რას გთავაზობთ ჩვენ:
- ანაზღაურება: პირველი 3 თვის განმავლობაში ფიქსირებული ანაზღაურება, ხოლო მე-4 თვიდან — ფიქსირებული + ბონუსი;
- სამუშაო გრაფიკი: 5-დღიანი სამუშაო კვირა (2 დასვენების დღე);
- ჯანმრთელობის დაზღვევა: სრული სადაზღვევო პაკეტი;
- ფასდაკლების სისტემა: სპეციალური ფასდაკლება ჯანმრთელობისა და თავის მოვლის პროდუქტებზე;
- მეგობრული სამუშაო გარემო.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ რეზიუმე მეილზე: irakligagua077@gmail.com ან დაგვიკავშირდით: 577 371841.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
