ფარმაცევტი
- ანაზღაურება
- 1 500+ ₾
- ქალაქი
- თბილისი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- ბენეფიტები
- ჯანმრთელობის დაზღვევა
სრული აღწერა
ფარმაცევტული კომპანია „ფარმანეტი“ აცხადებს ვაკანსიას ფარმაცევტის პოზიციაზე და იწვევს გუნდში ენერგიულ, მომხმარებელზე ორიენტირებულ კადრებს.
რატომ „ფარმანეტი“? (ჩვენ გთავაზობთ):
- კონკურენტულ ანაზღაურებას: ფიქსირებული 1,500 ლარი (დარიცხული) + გამჭვირვალე და მზარდი ყოველთვიური ბონუსი გაყიდვებიდან;
- კომფორტულ სამუშაო გრაფიკს: ყოველი მესამე დღე (24 სთ) — თვეში მხოლოდ 10 სამუშაო დღე! (ღამის 01:00-დან დილის 08:00 საათამდე აფთიაქი იკეტება და ფარმაცევტისთვის მოწყობილია კომფორტული მოსასვენებელი სივრცე);
- სრულად დაფინანსებულ ჯანმრთელობის დაზღვევას საუკეთესო პირობებით;
- უსაფრთხო და კომფორტულ გარემოს: აფთიაქი აღჭურვილია გათბობა-კონდიცირებისა და დაცვის თანამედროვე სისტემებით;
- მეგობრულ გუნდსა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას.
ლოკაცია: ქ. თბილისი, გურამიშვილის გამზირი №12ა (მეტრო „ღრმაღელესთან“ ახლოს).
ძირითადი მოვალეობები:
- მომხმარებელთა კვალიფიციური ფარმაცევტული კონსულტაცია და მაღალხარისხიანი მომსახურება;
- მომხმარებელთა ინფორმირება მედიკამენტების ფასების, ფასდაკლებებისა და მიმდინარე აქციების შესახებ;
- პროდუქციის მიღების, შენახვის, აღრიცხვისა და გაცემის პროცესების მართვა;
- პროდუქციაზე ფასმაჩვენებლების არსებობისა და სისწორის კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი ან პროფესიული ფარმაცევტული განათლება;
- აფთიაქში მუშაობის გამოცდილება;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა;
- გამართული მეტყველება და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- თავაზიანობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და სწრაფი რეაგირების უნარი.
როგორ გამოგვეხმაუროთ?
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: HR@pharmanet.ge (სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება — „ფარმაცევტი“) ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე: +995 592-00-65-79.
შენიშვნა: რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ თანხმობას, რომ კომპანია „ფარმანეტმა“ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კანდიდატის შერჩევის მიზნით.
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- ენები
- ქართული
- ანაზღაურების პირობები
- 1500 ₾ + ბონუსი
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება



