ფარმაცევტი (ბათუმი)
- ანაზღაურება
- 700–900+ ₾
- მისამართი
- ბათუმი, Batumi
სრული აღწერა
GPC - აფთიაქი და მეტი! მომხმარებელს სთავაზობს ტოპ ბრენდებსა და თავის მოვლის საშუალებებს.
ჯანსაღი ცხოვრების ხელშემწყობი, ინოვატორი, ფარმაცევტული კომპანია, რომელიც დაარსების დღიდან აფართოვებს აფთიაქის სტანდარტული გაგების ჩარჩოებს, მომხმარებლებისთვის ექსკლუზიური პროდუქციის და სერვისების შეთავაზებით. ჯპს ბაზარზე 100-ზე მეტი ფილიალითაა წარმოდგენილი.
როგორც დმსაქმებელი, მუდმივად ზრუნავს თავისი თანამშრომლების განვითარებასა და აღიარებაზე სხვადასხვა სამოტივაციო პროგრამით.
სამუშაო განაკვეთი: ცვლები/გრაფიკები
სახელფასო დიაპაზონი: 700-900 ფიქსირებული + რეალიზაციაზე მიბმული ბონუსი
გადმოსვლის ერთჯერადი ბონუსი: 1000 ლარი
სამუშაო ლოკაცია: ბათუმი, აღმაშენებლის #3
ჩვენს თანამშრომელს ვთავაზობთ:
- ჯანმრთელობასა და თავის მოვლასთან დაკავშირებულ ბენეფიტებს;
- ჯანმრთელობის დაზღვევის სრულ პაკეტს;
- Fitpass;
- მხარდაჭერას სწავლასა და განვითარებაში;
- პროფესიულ ზრდასა და კარიერულ განვითარებას;
- მეგობრულ და მხარდამჭერ გუნდსა და სამუშაო გარემოს.
ჩვენ ვეძებთ თანამშრომელს:
- რომელსაც აქვს უმაღლესი ან არასრული სამედიცინო/ფარმაცევტული განათლება;
- აქვს აფთიაქში მუშაობის გამოცდილება;
- ფლობს კომპიუტერულ პროგრამებს;
- არის გულისხმიერი და ყურადღებიანი;
- კარგად შეუძლია მომხმარებელთან კომუნიკაცია.
რა იქნება ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები?!
- მომხმარებლის საჭიროების დადგენა, მომსახურების გაწევა და შესაბამისი სააფთიაქო ასორტიმენტის შეთავაზება/კონსულტირება;
- დღის განმავლობაში რეალიზაცით მიღებული თანხის მითვლა/აღრიცხვა;
- აფთიაქში არსებული პროდუქციის აღწერაში მონაწილეობის მიღება;
- პროდუქციისა და დარბაზის სივრცის მერჩენდაიზინგის სტანდარტის შესაბამისად განლაგება და კონტროლი.
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
ჯპს აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - ფარმაცევტი - ბათუმი,
ქალაქში - ბათუმი,
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს:
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- ხელფასი
- 700-900 ₾ + Bonus
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

