ფარმაცევტი
გამოქვეყნდა 1 ოქტბოლო ვადა: 30 ოქტ
- ქალაქი
- თბილისი
სრული აღწერა
სს „ვიანი“ აცხადებს ვაკანსიას ფარმაცევტის პოზიციაზე
„სს ვიანი“ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია
სამუშაო ადგილი: თბილისი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
ძირითადი მოვალეობები:
- მედიკამენტებისა და სამედიცინო სახარჯი მასალების საწყობის გამართული მუშაობისა და ჰოსპიტლების შეუფერხებელი მომარაგების უზრუნველყოფა;
- მიღებული პროდუქციის შესაბამისი დოკუმენტაციის კონტროლი;
- მიღებული პროდუქციის პროგრამაში დროული და ზუსტი ასახვა;
- მედიკამენტებისა და სახარჯი მასალების სწორ პირობებში დასაწყობებისა და შენახვის კონტროლი;
- ჰოსპიტლებისგან მიღებული მოთხოვნების დამუშავება და შესაბამისი მარაგების გაცემის პროცესის მართვა;
- მარაგების ოპტიმალური დონის, ნაშთებისა და ვადების მუდმივი კონტროლი;
- მედიკამენტების მოხმარების ანალიზი და უძრავი მარაგების იდენტიფიცირება;
- პერიოდული ინვენტარიზაციის განხორციელება და ფაქტობრივი ნაშთების პროგრამულ მონაცემებთან შედარება;
- ვადაგასული და სპეცკონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების მართვა შესაბამისი პროცედურებისა და რეგულაციების დაცვით;
- სტანდარტული და არასტანდარტული ანგარიშების მომზადება;
- პრობლემური შემთხვევების დროული იდენტიფიცირება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება; სასურველია სამედიცინო ან ფარმაციის მიმართულებით;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
- სასურველია სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება;
- MS Office-ის, განსაკუთრებით Excel-ის, მომხმარებლის დონეზე ცოდნა;
- ლოჯისტიკური პროცესების ცოდნა;
- შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენების გამოცდილება;
- გამართული ქართული ენის ცოდნა.
პიროვნული უნარები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ანალიტიკური აზროვნება;
- გადაწყვეტილების მიღებისა და პრობლემების ეფექტურად გადაჭრის უნარი;
- დროის ეფექტურად მართვა;
- მონაცემებთან მუშაობის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ცვალებად გარემოში სწრაფი ადაპტაციის უნარი.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 13 სექტემბერი, 2026
„სს ვიანი“ მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებებს!
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"ვიანი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - ფარმაცევტი.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად, გთხოვთ, ეწვიოთ მოცემულ ბმულს:
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

