ფარმაცევტი
გამოქვეყნდა 4 ნოებოლო ვადა: 3 დეკ
- მისამართი
- ქ. თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა #23
სრული აღწერა
ქართულ-ამერიკული რეპროდუქციული კლინიკა "რეპროარტი" აცხადებს ვაკანსიას ფარმაცევტის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა #23
სამუშაო დატვირთვა: ორშაბათი-პარასკევი 9:30-17:30სთ, შაბათი 09:30-15:00 სთ
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ფარმაცევტული განათლება;
- ფარმაცევტის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
- ვაკანტური პოზიციის ძირითადი სამუშაო აღწერა:
- აფთიაქში არსებული მედიკამენტების აღრიცხვა;
- მედიკამენტების მიღებისა და გაცემის პროცესის კონტროლი;
- მედიკამენტების ვარგისიანობის ვადებისა და შენახვის პირობების კონტროლი;
- მედიკამენტების ნაშთების პერიოდული შემოწმება;
- მედიკამენტების მარაგების მონიტორინგი და საჭიროების განსაზღვრა;
- შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება.
პიროვნული უნარები:
- ორგანიზებულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, CV გამოგვიგზავნოთ ელ. ფოსტაზე: m.kozmanashvili@reproart.ge. სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 3 დეკემბერი, 2026 წელი
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნა გულისხმობს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობას.
გისურვებთ წარმატებას!
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
