ფარმაცევტ-ოპერატორი
- მისამართი
- ქ.თბილისი, ეველინა თავაძის #14
სრული აღწერა
სს „გეფა“ წარმოადგენს საქართველოში ყველაზე მსხვილ ფარმაცევტულ კომპანიას საცალო, საბითუმო და პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით. სს „გეფა“ ჯორჯია კაპიტალის (GCAP), ჯგუფში შემავალი კომპანიაა, რომლის აქციებიც განთავსებულია ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ ლისტში. "გეფას”ქვეშ გაერთიანებული ბრენდებია: GPC, Pharmadepot, The Body Shop და Afflelou Paris.
"გეფა", როგორც დამსაქმებელი, რომელიც აერთიანებს 5000-მდე თანამშრომელს, თავს პასუხისმგებლად თვლის იზრუნოს, ისეთი კორპორატიული კულტურის შექმნაზე, სადაც თითოეული ადამიანის უნიკალურობა საერთო მიზნისკენ სვლას უწყობს ხელს.
კომპანიის კლინიკური კვლევების განყოფილების გუნდში ვეძებთ ტალანტს, კლინიკური კვლევების საწყობის ფარმაცევტ-ოპერატორის პოზიციაზე,
რას გთავაზობთ?
- კარიერული ზრდისა და პროფესიული გამოცდილების გაძლიერებას - კომპანია მასშტაბურია, გამოწვევები ბევრი, შესაბამისად, განვითარების შანსიც რეალურია.
- შესაძლებლობას, რომ საკუთარი იდეები რეალობად აქციო - ჩვენთან შენს იდეებს ყოველთვის მოუსმენენ;
- მეგობრულ გუნდს - აქ დაგხვდებიან ადამიანები, რომლებიც შედეგზე არიან ორიენტირებულები და, ასევე, ერთმანეთის მხარდაჭერა არასდროს ავიწყდებათ;
- ჰიბრიდულ სამუშაო გრაფიკს - ვიცით, რომ სხვა ადგილიდან მუშაობა პროდუქტიულობისთვის მნიშვნელოვანია;
- ჯანმრთელობასთან და კეთილდღეობასთან დაკავშირებულ ბენეფიტებს - ზრუნვა უპირველეს ყოვლისა.
ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი, ეველინა თავაძის #14
პოზიციის ტიპი: სრული განაკვეთი
რისი კეთება მოგიწევს ჩვენთან?
- კვლევების დამკვეთ კომპანიებთან და მათ წარმომადგენლებთან კონტაქტი;
- მიღებული ინფორმაციის და დაკვეთების დამუშავება;
- საწყობში პროდუქციის მიღება და განთავსება;
- პერიოდულად აღწერების ჩატარება.
რა დაგჭირდება ამ პოზიციაზე?
- უმაღლესი სამედიცინო (ფარმაცევტული) განათლება;
- ინგლისური ენის ცოდნა პარტნიორებთან ურთიერთობისთვის; რუსული ენის ცოდნა სასურველია, მაგრამ არა სავალდებულო.
- საოფისე პროგრამების ცოდნა.
რომელი უნარები დაგეხმარება საქმის უკეთ შესრულებაში?!
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- შედეგზე ორიენტირებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ორგანიზებულობა, ანალიტიკური აზროვნება;
- გუნდთან მუშაობის უნარი;
- სამუშაო სპეციფიკასა და ცვლილებებთან სწრაფი ადაპტაციის უნარი.
თუ გრძნობ, რომ ეს საქმე შენია, შემოგვიერთდი და განავითარე შენი კარიერა კომპანია გეფასთან ერთად 🚀💚
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"გეფა" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - ფარმაცევტ-ოპერატორი.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

