ევროატლანტიკურიი ინტეგრაციის დეპარტამენტის ნატოში ინტეგრაციის სამმართველოს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი სპეციალისტი
- ანაზღაურება
- 2 880 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- 1 წელი
სრული აღწერა
თანამდებობის დასახელება:
მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
პოზიციის დასახელება:
ევროატლანტიკურიი ინტეგრაციის დეპარტამენტის ნატოში ინტეგრაციის სამმართველოს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
კატეგორია:
საერთაშორისო ურთიერთობები
განცხადების ბოლო ვადა:
03.11.2026
თანამდებობრივი სარგო:
2880 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
12 თვე
ფუნქციები:
- კომპეტენციის ფარგლებში, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ინიციატივების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება, სამინისტროსა და სხვა სამთავრობო უწყებების შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან კოორდინაციით.
- ძირითადი ჯგუფის ყოველდღიური საქმიანობის კოორდინაცია, რომელიც ითვალისწინებს თანამშრომლობას თავდაცვის სამინისტროსთან, გენერალურ შტაბთან, სხვა სამთავრობო სტრუქტურებთან, ნატოს სამეკავშირეო ოფისსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან.
- კომპეტენციის ფარგლებში, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში განსაზღვრული ინიციატივების განხორციელების პროცესის შესახებ ანგარიშების მომზადება, შეხვედრების ოქმების წარმოება ინგლისურ და ქართულ ენაზე.
- ნატოს ძირითად ჯგუფთან და საერთაშორისო მრჩევლებთან თანამშრომლობა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ეფექტიანად განხორციელების მიზნით.
- კომპეტენციის ფარგლებში, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ინიციატივების ფარგლებში განსაზღვრულ ინიციატივების ლიდერებთან (ქართული და უცხოური მხარე) კომუნიკაცია.
- ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების ეფექტურად წარმართვის მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან, თავდაცვის ატაშეებსა და სამხედრო და სამოქალაქო წარმომადგენლობებთან, ნატო-ს სამეკავშირეო ოფისთან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა.
- კომპეტენციის ფარგლებში, ნატო-სთან კონსულტაციების, სხვადასხვა სამუშაო შეხვედრისა და ვიზიტის დაგეგმვისა და აღსრულების პროცეცესში ტექნიკური მხარდაჭერა.
- სასაუბროების, მოხსენებების, პრეზენტაციების, საინფორმაციო და ანალიტიკური მასალების მომზადების პროცესში მონაწილეობა, პროექტების შესახებ პრესრელიზების, საინფორმაციო ფურცლების მომზადება ქართულ და ინგლისურ ენებზე.
- საჭიროებიდან გამომდინარე ნატო-საქართველოს არსებით პაკეტთან დაკავშირებული დოკუმენტების თარგმნა.
- ოფიციალური ელექტრონული კორესპონდენციისა და საქმისწარმოების ელექტრონულ სისტემაში დოკუმენტების მომზადება.
მინიმალური განათლება:
უმაღლესი განათლება
სამუშაო გამოცდილება:
1 წელი
საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) თავდაცვის კოდექსი;
გ) „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
დ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ე) „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონი;
ვ) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება.
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ქ. თბილისი, გენერალ გ. კვინიტაძის ქ. 20
საკონტაქტო ტელეფონები:
2950780
საკონტაქტო პირი:
ნინო ვაშალომიძე
დამატებითი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე საგანმანათლებლო კვალიფიკაციით:
ა) სამართლის მიმართულებით (სამართლის, საჯარო სამართლის, საერთაშორისო სამართლის სპეციალობები);
ბ) სოციალური და ქცევითი მეცნიერებების მიმართულებით (პოლიტიკის მეცნიერების, საერთაშორისო ურთიერთობების, უსაფრთხოების კვლევების, დიპლომატია და საერთაშორისო პოლიტიკის, ევროპული ინტეგრაციის, კონფლიქტოლოგიის სპეციალობები);
გ) ბიზნესისა და ადმინისტრირების მიმართულებით (მენეჯმენტის, საჯარო მმართველობის, პროექტების მენეჯმენტის, საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტის, მარკეტინგის, საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალობები);
დ) ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებით (ისტორია, ფილოსოფიის სპეციალობები, ენები).
- საერთაშორისო და რეგიონული უსაფრთხოების საკითხების, ასევე ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ძირითადი კონცეპტუალური დოკუმენტების ზოგადი ცოდნა.
- თავდაცვის სფეროში მიმდინარე ძირითადი პროცესების, თავდაცვის ძალების სტრუქტურისა და ძალთა მართვის ტენდენციების, ნატოსთან, ევროკავშირთან და პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის ფორმატებისა და მექანიზმების შესახებ ზოგადი ცოდნა.
- სასურველია ფრანგული ენის ცოდნა – B1 დონე.
დამატებითი ინფორმაცია:
შესაბამის ველში - კანდიდატმა აუცილებლად უნდა ატვირთოს:
ა) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის - დიპლომის ასლი, ხოლო უცხოეთში მიღებული განათლების შემთხვევაში, ქართულ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული დიპლომის ასლი (კონკურსის მომდევნო ეტაპზე გადასულმა კანდიდატმა გასაუბრების დღეს უნდა წარმოადგინოს სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული აღიარება/ნამდვილობის დადასტურების დოკუმენტი);
ბ) შრომის წიგნაკი ან შრომითი ურთიერთობების დამადასტურებელი ცნობა ორგანიზაციის, თანამდებობის, დანიშვნისა და გათავისუფლების თარიღების მითითებით (უცხოენოვანი ცნობის შემთხვევაში, ქართულ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად გამოწმებული).
- კანდიდატმა აუცილებლად უნდა მიუთითოს არანაკლებ 2 (ორი) რეკომენდატორი (რეკომენდატორების საკონტაქტო ინფორმაცია და დაკავებული თანამდებობები);
- კანდიდატმა აუცილებლად უნდა წარმოადგინოს სამოტივაციო წერილი (ქართულ ენაზე), თუ რატომ დაინტერესდა კონკრეტული ვაკანსიით/ორგანიზაციით;
- კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:
ა) პირველი ეტაპი - განაცხადების გადარჩევა;
ბ) მეორე ეტაპი
ბ.ა) ინგლისური ენის გამოცდა - STANAG 6001 2+/2+/2+/2+ წერა, კითხვა, მოსმენა, საუბარი.
ბ.ბ) გასაუბრება.
- გასაუბრებაზე დაიშვება კანდიდატი, რომელიც ჩააბარებს ინგლისური ენის გამოცდას (STANAG 6001 2+/2+/2+/2+ წერა, კითხვა, მოსმენა, საუბარი) ან წარმოადგენს ინგლისური ენის ცოდნის დონის დამადასტურებელ ვადიან საერთაშორისო სერტიფიკატს (TOEFL – 95-120, IELTS – 7.0, CEFR – C1, STANAG 6001 2+/2+/2+/2+) ან უცხოეთში ინგლისურ ენაზე მიღებულ უმაღლესი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს.
- კანდიდატმა გასაუბრებამდე უნდა წარმოადგინოს სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული უმაღლესი განათლების აღიარების/დადასტურების დოკუმენტის ასლი.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვაკანტურ თანამდებობებზე ჩასატარებელი კონკურსის პროგრამის, პირობები და ეტაპები იხილეთ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე (www.mod.gov.ge).
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
კომისიის საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება კენჭისყრის საფუძველზე, განცხადებების მიღების ვადის ამოწურვიდან არა უგვიანეს 3 თვისა.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
