ER რეგისტრატორი
გამოქვეყნდა 16 სექბოლო ვადა: 16 ოქტ
- მისამართი
- ქ. თბილისი, ჩაჩავას 1
- კატეგორია
- ადმინისტრაცია/მენეჯმენტი
სრული აღწერა
"კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტი" აცხადებს ვაკანსიას ER რეგისტრატორის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ჩაჩავას 1
სამუშაო განრიგი: 24 საათიანი მორიგეობა (ყოველ მეოთხე დღეს)
ძირითადი ფუნქციები:
- გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში შემოსული პაციენტის რეგისტრაცია;
- პაციენტთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება;
- პაციენტის მონაცემების რეგისტრაცია/აღრიცხვა სახელმწიფო პორტალზე. კერძო დაზღვევით მოსარგებლე პაციენტის შემთხვევაში შესაბამის სადაზღვევო კომპანიაში შეტყობინების დატოვება და პროგრამაში ასახვა;
- პაციენტის სადაზღვევო სტატუსის დადგენა სახელმწიფო პორტალზე;
- მომსახურების პროცესში წარმოქმნილი ტექნიკური და სხვა ხარვეზების დროული იდენტიფიცირება და რეაგირება;
- სამედიცინო მომსახურების ღირებულების განსაზღვრა და გადახდების უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი სამედიცინო განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- კანონმდებლობით გათვალისწინებული ჯანდაცვასთან დაკავშირებული დადგენილებებისა და ბრძანებების ცოდნა;
- სამედიცინო დოკუმენტაციის ადმინისტრირების ზოგადი პრინციპების ცოდნა;
- რუსული ენის ცოდნა;
- MS Office საოფისე პროგრამების ცოდნა;
კანდიდატები შეირჩევიან გასაუბრების საფუძველზე.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე linasaridze@ico.ge
პირობების გასაგებად დარეკეთ ნომერზე: 555 95 55 78
მისამართი: თბილისი, 0159, ჩაჩავას ქ N 1 დიღომი ჰოსპიტალი "კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტი".
გისურვებთ წარმატებას!
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
