ეპიდემიოლოგი
- ქალაქი
- თბილისი
- სამუშაო გრაფიკი
- 8 საათი კვირაში 5 დღე
- მთავარი მოთხოვნა
- სახელმწიფო სერტიფიკატი ეპიდემიოლოგიის მიმართულებით
სრული აღწერა
"საქართველოს კლინიკები" საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფში შემავალი კომპანიაა, რომლის მისიაა ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა და პაციენტების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება.
"საქართველოს კლინიკები" ერთ-ერთი ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში.
შემოუერთდი ჩვენს დიდ გუნდს!
"საქართველოს კლინიკები" აცხადებს ეპიდემიოლოგის ვაკანსიას თბილისში.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, გივი ჟვანიას ქ. 3 (ციციშვილის სახ. ბავშვთა კლინიკა)
სამუშაო გრაფიკი: 8 საათი კვირაში 5 დღე;
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ეპიდემიოლოგიური მონიტორინგი: ეპიდემიოლოგიური ანალიზისა და დიაგნოსტიკის წარმოება.
- ნოზოკომიური ინფექციების მართვა: ჰოსპიტალური (ნოზოკომიური) ინფექციების აქტიური გამოვლენა, თითოეული შემთხვევის აღრიცხვა და დადგენილი წესით შეტყობინება/რეპორტინგი.
- რისკების შეფასება: სამედიცინო პროცედურების მიმდინარეობისას ინფექციების განვითარების რისკების შეფასება და პრევენცია.
- ანტიბიოტიკორეზისტენტობის მონიტორინგი: ანტიბიოტიკოთერაპიისა და რაციონალური ანტიბიოტიკოთერაპიის მონიტორინგის სისტემის ზედამხედველობა.
- პერსონალის უსაფრთხოება: სამედიცინო პერსონალის შრომის უსაფრთხოებასა და პროფესიულ ჯანმრთელობაზე ზრუნვა.
- ხელის ჰიგიენა: ხელის ჰიგიენის სტანდარტების დაცვის მუდმივი მონიტორინგი.
- ჰიგიენურ-ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მონაცემთა ანალიზი, მათ შორის იზოლაციურ-შემზღუდველი ღონისძიებების ეფექტური მართვა და მონიტორინგი.
- სტერილიზაციისა და დეზინფექციის პროცესებზე მეთვალყურეობა;
- საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად პროცესის ბაქტერიოლოგიური/ბიოლოგიური კონტროლი;
- შესაბამისი პროტოკოლებით უზრუნველყოფა და პერსონალის სწავლება.
- სამედიცინო ნარჩენების უსაფრთხო მართვა.
- სამუშაო პროცესში ეროვნული და საერთაშორისო (CDC, WHO და სხვ.) სამედიცინო პროტოკოლებისა და გაიდლაინების გამოყენება და ყოველდღიურ პრაქტიკაში დანერგვა.
- ქსელში/დაწესებულებაში შემუშავებული ზედაპირების ჰიგიენური დამუშავებისა და დეზინფექციის პრინციპების აღსრულების მონიტორინგი.
- მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო ენაზე სრულყოფილი, მკაფიო და დროული ჩანაწერების წარმოება (მათ შორის ელექტრონულ/მატერიალურ ჟურნალებში).
- პაციენტის პერსონალური და სამედიცინო ინფორმაციის კონფიდენციალურობის სრული დაცვა.
- გუნდური მუშაობა და ზედამხედველობა.
ვაკანსიის საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- აუცილებელია სახელმწიფო სერტიფიკატი ეპიდემიოლოგიის მიმართულებით;
- აუცილებელია დამოუკიდებელი პროფესიული პრაქტიკული გამოცდილება შესაბამის სფეროში;
- აუცილებელია მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება ეპიდემიოლოგის პოზიციაზე.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 16 ნოემბერი, 2026.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გაგვიზიაროთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: gc_hr@clinics.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "ეპიდემიოლოგი - თბილისი ციციშვილის კლინიკა".
"საქართველოს კლინიკები" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
- მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმომგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე - კანდიდატი) ადასტურებს, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ (ებ)ი, სერტიფიკატ (ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი და აცხადებს თანხმობას, რომ დამატებით წარადგენს უტყუარ ინფორმაციას, რაც საჭირო იქნება წინასახელშეკრულებო ურთიერთობის პერიოდში;
- ამასთან კანდიდატი იღებს ვალდებულებას, რომ დამსაქმებელს მიაწვდის სრულ ინფორმაციას იმ გარემოებათა შესახებ, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სამუშაოს შესრულებაში ან/და საფრთხე შეუქმნას დამსაქმებლის ან მესამე პირის ინტერესებს. აღნიშნული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში შესაძლოა, შესაბამისი კანდიდატურა მოიხსნას შესარჩევი კონკურსიდან ხოლო თანამშრომლობის შემთხვევაში, მიიღოს წერილობითი გაფრთხილება, ან შეწყდეს შრომითი კონტრაქტი.
- დამსაქმებელი, კანდიდატის წინამდებარე თანხმობის საფუძველზე აცხადებს, რომ დაამუშავებს წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატისგან მოპოვებულ ინფორმაციას სს საქართველოს კლინიკების (ს/კ 404476205) ან მის ქსელში შემავალ სამედიცინო დაწესებულებაში (ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად ქსელში შემავალ სამედიცინო დაწესებულებაში იგულისხმება: სს საქართველოს კლინიკების შვილობილი და/ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი პროფილის კომპანიას და/ან მისი პირდაპირი ან ირიბი მართვის ქვეშ მყოფი კომპანია (შემდგომში - დამსაქმებელი).
- დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატისგან მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა კანდიდატის დასაქმების მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, კანდიდატის მიერ გამოგზავნილი მონაცემები შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის. დასაქმების შემთხვევაში, კანდიდატის მონაცემები შეინახება მინიმუმ დასაქმების სრული პერიოდის განმავლობაში.
- დამსაქმებელი ასევე იღებს ვალდებულებას, რომ წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატს გააცნოს სრული ინფორმაცია შესასრულებელი სამუშაოს, შრომითი ხელშეკრულების ფორმის (წერილობითი, ზეპირი), ვადის, შრომის პირობებისა და დასაქმებულის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ.
- პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
