Step Up Academy
სამედიცინოენისა და მეტყველების თერაპევტი
გამოქვეყნდა 13 ოქტბოლო ვადა: 8 ნოე
- ქალაქი
- რუსთავი
სრული აღწერა
ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრი "სთეფ-აფ" აცხადებს ვაკანსიას ენისა და მეტყველების თერაპევტის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: რუსთავი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- განათლების დამადასტურებელი სერტიფიკატი (ლოგოპედის/მეტყველების თერაპევტის)
- მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება შესაბამისი სპეციალობით.
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების (WORD, EXCEL, INTERNET) ცოდნა მომხმარებლის დონეზე;
- პასუხისმგებლობა, კომუნიკაბელურობა, პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა, კოლეგიალურობა.
უნარები:
- ანალიტიკური და ლოგიკური პრობლემების გადაჭრა;
- რამდენიმე პროექტზე ერთდროულად მუშაობა;
- გუნდურად მუშაობა;
- საქმიანობის ორგანიზება და დაგეგმვა;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- თვითმოტივაცია;
ფუნქცია-მოვალეობები:
- ბავშვთან მუშაობა. მუშაობის პროცესში ბავშვის უნარების და საჭიროებების გათვალისწინება.
- მშობლის გაძლიერებაზე მუშაობა, მშობლის მუშაობის პროცესში ეტაპობრივი ჩართვა, რათა მან შეძლოს ყოველდღიურობაში ბავშვის კომუნიკაციისა და მეტყველების სწორი სტიმულირება (ძალდაუტანებელი და პოზიტიური).
სამუშაო დატვირთვა:
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ CV ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: info1.stepup@gmail.com. განცხადებების მიღების ბოლო ვადა 2026 წლის 8 ნოემბრამდე. გთხოვთ მეილში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
