ენისა და მეტყველების თერაპევტი
- ანაზღაურება
- 501–1 000 ₾ / თვე
- მისამართი
- ოზურგეთი, სოფელი ნაგომარი
- განაკვეთი
- ნახევარი განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- სამუშაო გრაფიკი
- სამუშაო დღეები · 24 სთ/კვირაში
- გამოცდილება
- 1 წელი
სრული აღწერა
სსიპ - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარის საჯარო სკოლას ესაჭიროება ენისა და მეტყველების თერაპევტი;
სამუშაო საათები 24 სთ/კვირაში;
ანაზღაურება: 500-554 ლარი/თვეში;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) შესაბამისი უმაღლესი განათლება (პრიორიტეტულია მაგისტრის ან/და მასთან გათანაბრებული ხარისხი);
ბ) ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია სკოლაში);
გ) აფასებს მოსწავლის ენის, მეტყველებისა და კომუნიკაციის განვითარებას (ენა, ექსპრესიული და რეცეპტული მეტყველება, ვერბალური მოქნილობა და კომუნიკაციის სტილი) და შეფასების საფუძველზე ადგენს მეტყველებისა და კომუნიკაციის განვითარების გეგმასა და განრიგს;
დ) მეტყველებისა და კომუნიკაციის უნარის გაუმჯობესების მიზნით, ახორციელებს მოსწავლესთან როგორც ინდივიდუალურ ისე ჯგუფურ სამუშაოებს;
ე) მოსწავლისათვის შემუშავებულ მეტყველებისა და კომუნიკაციის განვითრების გეგმას აცნობს მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელს, მასწავლებლებს და მოსწავლის სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ ყველა სხვა პირს;
ვ) საჭიროების შემთხვევაში, მონაწილებას იღებს ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავებაში და მასწავლებლებს აწვდის ინფორმაციას სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის ენის, მეტყველების, კომუნიკაციისა და სმენითი ფუნქციის თავისებურებების შესახებ, რომლის გათვალისწინებაც მნიშვნელოვანია საგაკვეთილო პროცესის დაგეგმვის დროს;
ზ) აერთიანებს ენის, მეტყველებისა და კომუნიკაციური უნარების მიზნებს აკადემიურ და სოციალურ მიზნებთან;
თ) მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელს უწევს კონსულტაციას და აცნობს ენის, მეტყველებისა და კომუნიკაციის ხელშემწყობ სტრატეგიებს;
ი) თანამშრომლობს მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელთან, მასწავლებლებთან, მათთან ერთად გეგმავს და იყენებს სტრატეგიებს, რომლებიც ხელს უწყობს ენისა და მეტყველების დარღვევის მქონე მოსწავლის განვითარებას, სასწავლო პროცესში მაქსიმალურ ჩართულობას და სწავლას;
კ) უზრუნველყოფს ენის/მეტყველებისა და კომუნიკაციის განვითრებისთვის საჭირო მასალის შერჩევას, ორგანიზებასა და გამოყენებას;
ლ) მოსწავლესთან მუშაობის პროცესში იყენებს ენის/მეტყველებისა და კომუნიკაციის განვითარების სხვადასხვა თანამედროვე მეთოდებს, სტრატეგიებს, მიდგომებსა და დამხმარე საშუალებებს. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საკითხებზე უწევს კონსულტაციას მასწავლებელსა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელს
პროფესია: მეტყველების კორექციის სპეციალისტი
სამუშაო ადგილი: სოფელი ნაგომარი
ვაკანსიების რაოდენობა: 1
ხელფასი: 500-554 ლარი/თვეში
სამუშაო გრაფიკი: სამუშაო დღეები
დასაქმების ფორმა: არასრული
გამოცდილება: 1 წელი
ენები: ქართული (თავისუფლად)
უნარები: კომუნიკაცია, დარგობრივი ცოდნის გამოყენება, თანამშრომლობა
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- ანაზღაურების პირობები
- ანაზღაურება: 500-554 ლარი/თვეში; ხელფასი: 500-554 ლარი/თვეში
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
